ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინის ექსპორტი

რა ოდენობით ღვინის ექსპორტი მოხდა 2015 წლის პირველ 6 თვეში?

სპეციალურად არ ვაკოპირებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტიდან. აი ბმული და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ სათანადო გვერდს. მე მხოლოდ ვიტყვი მთავარს:

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,706,653   ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 39,425,552 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი ბოთლი სად გავიდა? რა თქმა უნდა რუსეთში … 6,555,183 ბოთლი, თითქმის ნახევარი. ამ ციფრებს რომ ვუყურებ ვრწმუნდები ერთში: რუსეთს ისევ კვერცხებით ჰყავს ჩვენი მეღვინეები დაჭერილი! და არა მხოლოდ მეღვინეები. არავის საწყენად არ ვამბობ ამას … მართლა მწყინს, რომ ასეა. მართლა მწყინს, ოღონდ ეს მარტო ღვინოს არ ეხება, რომ საქართველოში ქართული წარმოების პროდუქტს არ ყიდულობენ და ჰგონიათ, რომ ვინმე საზღვრებს მიღმა გადაგვყვება თან …

ექსპორტი წმინდა! ღვინის ექსპორტი აუცილებელი, მაგრამ რომ იცოდეთ, საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციას შორის ღვინო და ალკოჰოლური სასმელები აღარაა ლიდერი … ლიდერი არის თხილი. ასე რომ კარგად დაფიქრდით რას მოაშენებთ თქვენს ნაკვეთში …