ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ღვინო ლიტვა

დააფასეთ: ქართული ღვინო ლიტვაში იყიდება (y)

ერთ დღესაც ვილნიუსში, ლიტვაში მაცხოვრებელი ერთი ჩვენებური კეთილი ადამიანი სუპერკეტების ქსელ Maxima-ს სტუმრობდა და ქართული ღვინო აღმოაჩინა. ახსოვდა რა მას kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – დაიპყარი მსოფლიო, სურათი გადაუღო და … მოკლედ … ამ გრძელი მადლობის ადრესატია დავით ჩიკაშუა, რომელმაც ეს ფოტოდასტური გამოგვიგზავნა.

უცხოეთში მაცხოვრებელო ან მოგზაურო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითოეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს საქართველოში მაცხოვრებელი თითოეული ადამიანისათვის.

ერთია ფული გამოაგზავნო აქეთ ახლობლებისათვის, მეორეა იგივე ფული გამოაგზავნო იგივე ახლობლებისათვის, მაგრამ ქართული პროდუქციის შესყიდვის გზით. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე პირველი …

 

ქართული ღვინო ლიტვა

 

გაიტანო ქართული პროდუქტი ექსპორტზე – ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!
იამაყეთ ქართულით!