ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ხელსახოცი ბონო / buono

ბონო

ერთფენიანი ხელსახოცი ბონო – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ლომასი“, რომელიც თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარეობს. ისინი მხოლოდ ფუთავენ. ამ შეკვრაში 100 ცალია და 1 ლარი ღირს ბაზრობებზე. მეტი რა გითხრათ აბა … უკვე 4-ე ხელსახოცია რომელზედაც მე პირადად ვწერ უკვე. შეიძლება არც ისე დიდი ბიზნესია შემოიტანო ხელსახოცები და მერე აქ შეფუთო, მაგრამ დიდი საქმე მცირე ნაბიჯით იწყება …

განაგრძე კითხვა »

მილკოფუდი – სამარხვო მაიონეზი

მაიონეზი-მილკოფუდი

ჩემო კარგებო, ქართული მაიონეზის ყიდვისას ხშირად ვარ იმედგაცრუებული. რომელიც არ ვცადე, უცხურებს აშკარად ჩამოუვარდებიან. დღეს მილკოფუდის მაიონეზი შევიძინეთ ოჯახში. 200 მილიგრამიანი შეფუთვა 1,4 ლარი ღირს დახლზე. რა მომწონს: რომ არსებობს, რომ დახლზე დევს და ფასიც ხელმისაწვდომია უბრალო მოქალაქისათვის. საიტიც და facebook გვერდიც წესრიგშია. მომწონს ის, რომ არჩევანი მაქვს და პერიოდულად ამ პროდუქტისკენ გადავიხრები ხოლმე. შენიშვნები: ბაზრობებზე არ იძებნება, მარკეტებში კი …

განაგრძე კითხვა »

ჩვენი ატამი ჩვენია!

ჩვენი ატამი

ჩვენი ატამი, მწარმოებელი შპს კამპა, ნექტარი, წვენის მინიმალური მასური წილი – 40%, 1 ლიტრის ფასი 2.2 ლარი [მარკეტის ფასი]. მასიური პროდუქტია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის … მწარმოებელთან რამე განსაკუთრებული შენიშვნა ან რეკომენდაცია ალბათ არ მექნება, გარდა ერთისა: ვებსაიტი ერთი პოსტერია, facebook გვერდი კი მაინცადამაინც აქტიური არ არის. ეს გამოსასწორებელია. რა გაუჭირდა კამპას ისეთი, რომ ვებსაიტი არ აქვს ნორმალური? ვთხოვდი მხოლოდ, რომ …

განაგრძე კითხვა »

თაფლი დათუნია – 5 მიზეზი, თუ რატომ ვიყიდი მას!

თაფლი დათუნია

თაფლი დათუნია გამოფენაზე – აირჩიე ქართული გავიცანი. დათვების მთელი „ბანდა“ იყო წამოსკუპებული დახლზე და ელოდა მყიდველს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და აი კიდევ ერთხელ შევიძინე გუდვილში 9,85 ლარად. ცნობისათვის: არის აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი დათუნიები. 5 მიზეზი მინდა გითხრათ, თუ რატომ უნდა იყიდოთ თაფლი დათუნია: უგემრიელესია; ქართულია; ხარისხიანია; ნატურალურია; ნორმალურადაა შეფუთული, ვებსაიტი და Facebook გვერდი წესრიგშია; შენიშვნები/რეკომენდაციები: …

განაგრძე კითხვა »

ასკანელი ძმები – 18 წლის შემდეგ წინაპრების დანატოვარს დაუბრუნდნენ

ასკანელი ძმები

ქართული მარანი – ეს ის ტრადიცია, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს. საოცრად დადებითი აურა მოდის ქართული მარნიდან. აი ამიტომაც ჩემი პოსტის მთავარ ფოტოდ არა პროდუქტის არამედ მარნის სურათი დავდე, რომ ემოცია ბოლომდე გადმომეცა თქვენთვის. კომპანია – ასკანელი ძმები თანამედროვე ქარხანა, რომელიც ღვინის და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი, მდებარეობს თბილისის გარეუბანში. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. მოგეხსენებათ, მუხის კასრებში …

განაგრძე კითხვა »

ქართული სიგარა – პრესტიჟი ქართულად!

ქართული სიგარა

სიგარას ვინც ეწევა ჩემი აზრით მაინც პრესტიჟის ამბავია, რაღაც უფრო მაღალი ადგილი ვიდრე …   🙂 მომიტევეთ “სნობიზმი”, მაგრამ მე ასე აღვიქვამ. მეც მომიწევია თუმცა ყოველდღიურად სიგარის მოხმარება უფრო პრესტიჟის ამბავია მგონი, ვიდრე მოწევის სურვილი. ხოდა ა ბატონო, მე გთავაზობთ ქართულად აიმაღლოთ განწყობა და პრესტიჟიც. ეს ქართული სიგარა მართლა კარგია, ძალიან ლამაზი შეფუთვით. პირველად, რომ მაჩუქეს ვერც კი მივხვდი რომ ქართული …

განაგრძე კითხვა »

ხანტრაბუცა იცით რა არის?

ხანტრაბუცა

ბავშვობაში სოფელში გოგრას რომ გავჭრიდით პირველ რიგში მარცვლებს გამოვარჩევდი ხოლმე, მოვხალავდი მარილთან ერთად და ისე ვაკნატუნებდით. სწორედ ეს სასუსნავია ხანტრაბუცა. „თანამედროვე ენაზე“ ეს არის გოგრის მოხალული მარცვლები. მაკნატუნას ეს მორიგი პროდუქტი სულ 2 დღის წინ აღმოვაჩინე. 1.6 ლარი გადავიხადე მარკეტში 60 გრამიან შეფუთვაში. რა მომწონს? მომწონს შეფუთვა. ცეცხლი უკიდია, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით; ვაფასებ, რომ მაკნატუნა ასე გეგმაზომიერად ავითარებს ბიზნესს, …

განაგრძე კითხვა »

მეტი ნაყინი, მეტი ჭორის მოყოლის შესაძლებლობა

ესკიმოსი

დამიჯერეთ 🙂  მათთვის ვისაც ჭორაობა ძალიან უყვარს ეს გამოსადეგი რჩევაა 🙂 ჭორაობისას, ნაყინი თუ მოიშველიეთ, ენა უფრო გვიან დაგეღლებათ! მოდის ნელ-ნელა ის სეზონი, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის არის საყვარელი, და ამ სეზონზე ნაყინი ალბათ ასეთივე უმრავლესობისთვისა მნიშვნელოვანი: პირველი გაგრილებისთვის, მეორე გემოთმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად – ორივე ამ კრიტერიუმს ავსებს თოლიან ნაყინი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს. ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა კომპანია სოციალურ ქსელში – …

განაგრძე კითხვა »

“ქართული კოკა-კოლა” – ქართულია? kar.ge-ა?

კოკა-კოლა

ქართულია & kar.ge-ა! არ დამცხრილოთ 🙂 ჩემთვის კოკა-კოლა ქართულია და გეტყვით რატომაც: მოიხმარს ქართულ წყალს და ასაქმებს ქართველ ხალხს. სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. მიუხედავად იმისა რომ შემქმნელი ქართველი არ არის, …

განაგრძე კითხვა »

ნაღების კარაქი „რაჭა“

ქართულია & kar.ge -ა! პროექტის ფარგლებში გაოცებული დავრჩი აღმოჩენით – თურმე რამდენი დასახელების კარაქს ვაწარმოებთ. ერთერთი ასეთი აღმოჩენა იყო ნაღების კარაქი რაჭა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტში“ შევიძინე. როგორც მომხმარებელმა, მინდა ავღნიშნო, რომ რაც შესაძლებელი გახდა ეტიკეტზე ნამდვილი ნაღების კარაქისა და სპრედების გარჩევა, უპირატესობას ნამდვილ, 82.5%-იან ნაღების კარაქზე ვაკეთებ. იმედია მწარმოებლები არ იტყუებიან და ან პროცენტულობის მიღმა რაიმე ქიმიურად დამუშავებეული სპრედები …

განაგრძე კითხვა »