ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ასკანელი ძმები

ასკანელი ძმები – 18 წლის შემდეგ წინაპრების დანატოვარს დაუბრუნდნენ

ქართული მარანი – ეს ის ტრადიცია, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს. საოცრად დადებითი აურა მოდის ქართული მარნიდან. აი ამიტომაც ჩემი პოსტის მთავარ ფოტოდ არა პროდუქტის არამედ მარნის სურათი დავდე, რომ ემოცია ბოლომდე გადმომეცა თქვენთვის.

კომპანია – ასკანელი ძმები

თანამედროვე ქარხანა, რომელიც ღვინის და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი, მდებარეობს თბილისის გარეუბანში.

საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. მოგეხსენებათ, მუხის კასრებში შენახული სასმელის გემო, არომატი, ფერი, ხარისხი … მმმმმმ

კომპანია “ასკანელი ძმების” თანამშრომლები – მეღვინეები ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ჰობრასა და მილოშ მიხლოვკის ქარხნებში  გადიან გადამზადებას, მეღვინეობის შესახებ ტრენინგების, სემინარების, ღვინის დეგუსტაციისა და ფილტრაციის შესახებ იმაღლებენ კვალიფიკაციას.

კომპანიის წარმატება იმაზეც აისახება, რომ პროდუქცია გარდა ქართული ბაზრისა, მრავალი ქვეყნის ბაზარზეა გასული და თავმომწონედ ელოდება თავის მყიდველს:  რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ლატვია, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ლიტვა, ჩეხეთი, აშშ, კანადა და სხვ.

წარმატებები უნდა ვუსურვოთ, მათ აშკარა თავდაუზოგავი შრომის და მონდომების საფუძველზე შეძლეს არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლის გულის მოგება, არამედ მრავალი უცხოური ბაზრის დაპყრობა.

კომაპნიის ვებ გვერდი და ფეისბუქის გვერდი აქტიურია, თუმცა ვებ გვერდი მეტად უფრო დახვეწილი და თანამედროვე მომინდა მენახა საინტერესოდ გადაწყვეტილი კატალოგით და მარანით.