ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კოკა-კოლა

“ქართული კოკა-კოლა” – ქართულია? kar.ge-ა?

ქართულია & kar.ge-ა!

არ დამცხრილოთ 🙂

ჩემთვის კოკა-კოლა ქართულია და გეტყვით რატომაც: მოიხმარს ქართულ წყალს და ასაქმებს ქართველ ხალხს.

სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.

მიუხედავად იმისა რომ შემქმნელი ქართველი არ არის, ქართული წყლით და ქართველი ხალხის მიერ დამზადებული კოკა-კოლა, გარდა იმისა, რომ ქართულია –  ძალიან გემრიელი და Kar.ge -ა!

P.S. არ დამიწყოთ ეხლა ვანებს ხეხავს და კუჭს რაღას უზამსო 🙂

მე პირადად ბევრი რამის მშველელად მეგულება ეს უნიკალური სასმელი:

  1. მოწამვლისთვის იდეალური;
  2. დაბალი წნევის დროს იდეალური;
  3. თავის ტკივილის დროს იდეალური;
  4. უძილო ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად იდეალური;
  5. ის პირველი იყო, ვინც მკვდარი თბილისის საახალწლო ქუჩები სიხარულით და სითბოთი გაალამაზა, მან გვაზიარა პირველ სანტა კლაუსს, მან გაგვილამაზა პირველდა წინასაახალწლო საღამოები – ეს არ დაივიწყოთ ეს დიდი ემოცია იყო!

და ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტს, შეიძლება მასაც ქონდეს უკუჩვენება, მაგრამ ამდენი დადებითის შემდეგ, ამდენი ლანძღვა გინება – უ ხ ე რ ხ უ ლ ი ა  🙂 ცოტა არ იყოს!

მიყვარს კომპანია “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია” – და თუ რაიმე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ტელ: 294 16 99; ელ. ფოსტა: infoccbg@caucasus.net

იმედია მოგენატრათ ჩემი პოსტები 🙂  აი მეც დავბრუნდი… წარმატებები მისურვეთ ამ დიდ, სასიკეთო და რთულად სავალ გზაზე.