ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თაფლი დათუნია

თაფლი დათუნია – 5 მიზეზი, თუ რატომ ვიყიდი მას!

თაფლი დათუნია გამოფენაზე – აირჩიე ქართული გავიცანი. დათვების მთელი „ბანდა“ იყო წამოსკუპებული დახლზე და ელოდა მყიდველს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და აი კიდევ ერთხელ შევიძინე გუდვილში 9,85 ლარად. ცნობისათვის: არის აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი დათუნიები.

5 მიზეზი მინდა გითხრათ, თუ რატომ უნდა იყიდოთ თაფლი დათუნია:

  1. უგემრიელესია;
  2. ქართულია;
  3. ხარისხიანია;
  4. ნატურალურია;
  5. ნორმალურადაა შეფუთული, ვებსაიტი და Facebook გვერდი წესრიგშია;

შენიშვნები/რეკომენდაციები:

  1. უნდა ვაღიარო რომ 9.85 ძვირია საშუალო ფენისთვისაც კი. მესმის, რომ ფასის ჩამოწევა ხშირად გამართლებული არაა [არც ადვილია], მაგრამ გაყიდვებს ურტყამს მაღალი ფასი ძალიან;
  2. მეტი აქტივობა რომ იყოს facebook გვერდზე აჯობებდა. „ხელი“ აშკარად აკლია;
  3. ვებსაიტი აშკარად დასახვეწია. თუ საერთაშორისო ბაზარზეა გათვლა [და როგორც ვიცი არის კიდეც] ინტერნეტ ფანჯარა უკეთესი უნდა იყოს;

 

შეკითხვა მკითხველს: თაფლს როგორ ყიდულობთ ხოლმე? სუპერმარკეტში თუ ვინმე „შინაურისგან“?