ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნაყინის ფესტივალი 2016

შთაბეჭდილებები:

  1. გუშინ მე და ჩემი გოგონა ნაყინის ფესტივალს ვეწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სიცხე იყო, მაინც ვეცადეთ ჩვენი კმაყოფილება მიგვეღო პროცესიდან და მგონი გამოგვივიდა კიდეც. სიცხე და ნაყინის ლოდინი – ესენი იყო ცუდი, დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო.
  2. მაწვნის ნაყინი ქიზიყიდან ნამდვილად გახდა ჩვენი აღმოჩენა. არ ვიცი როგორ მზადდება, მაგრამ თბილისში ამას ვერ შეჭამთ. ალავერდს უნდა ესტუმროთ. ბანერს სურათი კი გადავუღე, მაგრამ საკონტაქტო ინფორმაცია ზედ არ იყო. ერთს გეტყვით: ჩემს გოგოს ძალიან მოეწონა!
  3. თოლიას ტორტმა „დახურა“ როოგრც კარგი, ასევე ცუდი გაგებით. შარშანდელივით უზარმაზარი ტორტის რიგში უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. თუმცა ჭკუა მაინც ვერ ისწავლა თოლიას გუნდმა. იმ რიგში დრომისას თავ-ბედი რამოდენიმეჯერ დავიწყევლე იქ რომ საერთოდ მივედი. კომპანის 15 წარმომადგენელი იცავდა, ჭრიდა და მცხუნვარე მზის ქვეშ გათანგულ ლოდინში ადამიანებს ნაყინს მოუწესრიგებლაად აწვდიდა, მაშინ როცა მარტივად შეიძლება გააკეთო უკეთესად: მიიტანე უკვე დაჭრილი ნაყინი, მოაწყვე ადგილზე ორგანისებული რიგი და სწრაფი ტემპით მიაწოდე. ისწავლეთ ხალხო თქვენივე შეცდომებზე.
  4. წამყვანსა და პროგრამაზე მხოლოდ კარგს ვიტყვი. მიუხედავად სიცხისა მსახიობები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ახალგაზრდების განწყობა აემაღლებინათ.
  5. ქართული კომპანიებიდან იყვნენ ლიდერი, პინგო, მაწვნის ნაყინი, გურჯაანი და თოლია.

დაათვალიერეთ …