2017 წლის 6 აპრილს “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პრეზენტაცია შედგა. მასში 54 კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია წარმოდგენილი თავისი სურათების, მოკლე აღწერით და საკონტაქტო ინფორმაციით. მას შემდეგ დიდი სამუშაოები შესრულდა კატალოგის გავრცელების მიზნით. არაერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა, რომელთა გახმაურება ჯერ ადრეა. თუმცა ეს კონკრეტული მაგალითი უკვე “მზადაა” საიმისოდ, რომ მის შესახებ ორიოდ სიტყვით მოგითხროთ … ოღონდ ინტერვიუს სახით …
განაგრძე კითხვა »უმსხვილესი ჰოლანდიური ქსელი Jumbo ქართული ხურმის ჩირს უხარისხობის გამო იწუნებს
უმსხვილესი ჰოლანდიური ქსელი ქართული ხურმის ჩირის შესყიდვაზე საბოლოოდ უარს აცხადებს. ორ წლიან დაუღალავ შრომას დაესვა წერტილი. ნეტა რატომ? როგორც კი გიორგიმ თავისი გულისტკივილი გამანდო, მაშინვე შევთავაზე ამ მოკლე ინტერვიუს გაკეთება. ეგებ ამ სამწუხარო პრაქტიკული მაგალითით შევაგნებინოთ ადგილობრივი ვაიმწარმოებლების დიდ ნაწილს, რომ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებით “რაიონულ მასშტაბსაც” ვერ გასცდებიან ევროპაზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ. გიორგი, დიდი მადლობა. თქვენ ჰოლანდიაში ხურმის ჩირის ექსპორტის …
განაგრძე კითხვა »LIVE “შტრიხ კოდი” საზოგადოებრივ რადიოზე. მოძრაობა KAR.GE-ს აგორებული ტალღა …
უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარ დადიანიძეს და საზოგადოებრივი რადიო 1-ის მთელ გუნდს მიწვევისათვის. განსაკუთრებული მადლობა მსმენელებს, რომელთაც დაგვირეკეს, მათ შორის საფრანგეთიდანაც და მეტად საინტერესო შეკითხვებით გაამდიდრეს რადიო გადაცემა. ყოჩაღ ჩვენ ყველას! დიდი პროცესები დაძრული … მათ საფუძველში კიი მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ჭკვიანურად აგორებული ტალღაა … მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე სირთულე ბევრია, პროცესი წინ მიდის … ყველას წარმატებებს ვისურვებთ საერთო ქართულ …
განაგრძე კითხვა »პრეზიდენტის ეს საქციელი არის … თვითონ დაარქვით სახელი!
მიუხედავად რამოდენიმე ადამიანის დაჟინებული რჩევისა, რომ ეს სტატია არ გამომექვეყნებინა, მაინც საჯაროდ ვაქვეყნებ ფაქტებს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ კომენტარი ქვემოთ. 6 აპრილიდან დაიწყო უცნაური მოლოცვების სერია ჩემი მისამართით. მეგობრები, კოლეგები, რომელთაც კარგად იციან რასაც ვსაქმიანობ, მილოცავდნენ იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოში შეიქმნა დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული”. ჩემი პასუხი იყო, რომ მოძრაობა KAR.GE არაფერ შუაშია, ეს პრეზიდენტის …
განაგრძე კითხვა »KAR.GE ვაკანსია: freelancer სტატიის ავტორი / ჟურნალისტი
მოძრაობა KAR.GE თანამშრომლობისათვის იწვევს ავტორებს, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური თემატური სტატიის დაწერა ვებსაიტისთვის – http://kar.ge. მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. KAR.GE-ს მისიაა ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. ჩვენ ძალიან გვეამაყება 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართული ნაწარმის პოპულარიზების მიზნით ყოველდღიურად, დაჟინებულად და მიზანმიმართულად გაწეული საქმიანობები და მათი თვალსაჩინო შედეგები. ავტორების მოზიდვის გზით მოძრაობა …
განაგრძე კითხვა »“ჩაის და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი” ფოტოებში
ცოტა ხნის წინ დავბრუნდი “ჩაის და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი”-დან, რომელიც მთაწმინდის პარკში ჩატარდა. ორგანიზატორები მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია იყვნენ. მხარდამჭერი კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 25-მდე კომპანია ღებულობდა მონაწილეობას. ბევრი მეგობარი ვნახე, საინტერესო ადამიანები გავიცანი, საჭირო ხალხს ჩვენი გაკეთებული საექსპორტო კატალოგი გადავეცი, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან “მე ვყიდულობ ქართულს” სტიკერი დავტოვე, ფოტოები გადავიღე. მეტი რა ვქნა? ჰო, დეკას ჩაი …
განაგრძე კითხვა »უგემრიელესი ლობიო ლორით – სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!
ხანდახან ჩავარდება მომენტი, როცა ხარს შეჭამ ისე გშია, მაგრამ სახლში დაბრუნებულს არაფრის მომზადების არც თავი გაქვს და არც დრო. სწორედ ის მომენტი დამიდგა ამ საღამოს … მეც ბევრი არ მიფიქრია, ბინის ქვემოთ მარკეტში შევიქროლე, თვალი მოვავლე და … შპს „ნაციონალური დელიკატესი“-ს მიერ წარმოებული მზა საკვები – ლობიო ლორით ვიყიდე. სახლში მოვედი … თავი ოდნავ გადავუხიე (ადგილიც გაუთვალისწინებიათ) და მიკროტალღურში შევდე …
განაგრძე კითხვა »“ბებოს ჩურჩხელა“ სამხეთ კორეაში უკვე იყიდება (წარმატებული ექსპორტის ისტორია)
გადასარევი სიახლე სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან, სადაც მარტის შუა პერიოდში ბებოს ჩურჩხელას მცირე პარტია ექსპორტზე გავიტანეთ. ამ საქმეში მოძრაობა KAR.GE-ს და საქართველოში კორეის ასოციაციის დიდი წვლილია. გიგზავნით რამოდენიმე სურათს, რომელიც იმ ერთ-ერთ ჩაიხანაშია გადაღებული, სადაც თურმე ბებოს ჩურჩხელა ძალიან მოსწონებიათ კორეელებს თუ დააკვირდებით ქალბატონები ჩურჩხელას ჩაისთან ერთად მიირთმევენ და მაგიდაზე მეტი არაფერი დევს. სახეზე აშკარაა, რომ მეტად კმაყოფილები უნდა იყვნენ. ყველაფერი …
განაგრძე კითხვა »“KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.
ასეთი სირთულის პროექტი აქამდე არ აგვეწია … სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მეამაყება მოძრაობა KAR.GE-ს ეს მოკრძალებული, მაგრამ უაღრესად საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდას ისახავს მიზნად. რა? სად? როდის? 2017 წლის 6 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ს პრეზენტაცია შედგა. KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური …
განაგრძე კითხვა »მოძრაობა KAR.GE-მ ჩირკოლადის 5 სახეობის ნიმუშები ლონდონში გააგზავნა
უნდა გაგახაროთ … გუშინწინ, ხარება დღეს ქართული ნაწარმის ნიმუშების მორიგი პარტია გავგზავნეთ ლონდონის მიმართულებით … ამჯერად ჩირკოლადის 5 სახეობა: ხურმის, ქლიავის, ქიშმიშის, გარგარის და ფინიკის. როგორც კი დაგემოვნება შედგება, შეგატყობინებთ შედეგებს … შპს ტკბილეული ბაღდათში საკუთარ გადამამუშავებელ საწარმოში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი ნატურალური ხილისა და იტალიური შოკოლადის მეშვეობით ჩირკოლადს – შოკოლადში ამოვლებულ ჩირს აწარმოებს. ჩირკოლადი ქართული ბრენდია. სახელი ჩირკოლადი შოკოლადზე …
განაგრძე კითხვა »