ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ეს ნაწარმი ლონდონში შეიქმნა მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით. როგორ?

აი სურათზე რომ ხედავთ …
აჯიკას და სვანურ მარილს …
მათ შექმნაში მოძრაობა KAR.GE-ს წვლილია …
ეხლა აგიხსნით როგორ მოხდა ეს ყველაფერი …
ასე ხდება ეს და არა ისე ტელევიზიიდან რომ გაბოლებენ 500 მილიონიანი ევრობაზრით და 1.4 მილიარდიანი ჩინეთის ბაზრით …

2016 წლის სექტემბერში დავაანონსეთ სვანური მარილის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ. მაშინ 60-ზე მეტი მწარმოებელი შეგვეხმიანე. 32-მა კი ნიმუში მოგვაწოდა. ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ. ყველას ვაცნობდით ამ შესაძლებლობას და ვიყენებდით კომუნიკაციის ყველა შანსს. დღესაც იგივე ვაგრძელებ.

2016 წლის ოქტომბერში სვანური მარილის უამრავი ნიმუში და აჯიკები გვქონდა წაღებული სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე. ეხლაც ლაბორატორიიდან ველით შეფასებებს და გამოხმაურებებს სვანურ მარილთან დაკავშირებით, თორემ ჩურჩხელას ექსპორტის თემა უკვე დაიძრა (მარტი, 2017).

2017 წლის დასაწყისში სვანური მარილის 33 ნიმუში და აჯიკის 6 ნიმუში გავაგზავნეთ ლონდონში ქ-ნი ანას კომპანიაში – Walnut & Spice, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ფესტივალებში და ქართულ საკვებ ნაწარმს აწარმოებს ყიდის ბრიტანეთში. ჩატარდა დეგუსტაცია, წარდგენილი ნიმუშებიდან შეირჩა ისინი, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც შემდეგ ჩვენ მივაწოდეთ ქალბატონ ანას. დანარჩენი კი … მოხდა მოსახდენი … ექსპორტიორი და მწარმოებელი შეთანხმდნენ და ეხლა დახლზე დევს ქართული ნაწარმი. ქვემოთ კი არის 20-21 მაისს გამართული pop up market at St.Mary’s Stoke Newington church ფესტივალზე გადაღებული ფოტოები, სადაც ჩვენი ჩართულობით შექმნილი ნაწარმი თავს იწოდებს (და იყიდება რა თქმა უნდა) სტუმრების წინაშე.

ეს ერთი პატარა ნაბიჯია დიდ ქართულ საქმეში, მაგრამ ხომ არის?