ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

VRZ Torment – ქართული VR თამაში 19 მაისიდან STEAM-ზე იყიდება. ეს 100% ექსპორტია!

შემთხვევითი არაა, რომ ეს თემა ექსპორტის კატეგორიაში მოხვდა kar.ge-ზე. ჩაიკითხეთ ბოლომდე და მიხვდებით, რომ წმინდა ექსპორტთან გვაქვს საქმე!

რატომ? ჩვენი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს ცოტა შორიდან შემოვუვლი …

შარშან საქართველოში ფისტას გაშენების დიდი მოძრაობა დაიწყო. ფისტა ჯერ არ არის საექსპორტო კულტურა, მაგრამ იმოდენა დარგი იქმნება თუ დამიჯერებთ 10 წელიწადში საქართველოდან ფისტას ექსპორტი TOP საექსპორტო ნაწარმის ათეულში მოხვდება. უკვე ბევრი ვინმე აკეთებს ინვესტიციას ამ სფეროში. ანუ, გაჩნდა ახალი შესაძლებლობების სფერო, რომელსაც უკვე „ჩაავლეს“ სერიოზულმა ტიპებმა და 10 წლის შემდეგ გამართულ „დოღში“ ისინი იქნებიან პირველები და ისინი მოხსნიან „კუშს“! ხვდებით რომ რა მნიშვნელობა აქვს იყო „შუბის წვერზე“?

ზუსტად იგივე ხდება VR თემაშიც …

დიდი ხანი არაა, რაც ვირტუალური რეალობის სათვალე ჩვენს რეალობაში შემოვიდა. Oculus Rift პირველი იყო, ვინც ამ თემას გვაზიარა. ხოლო 2 წლის წინ, როცა Facebook-მა Oculus Rift იყიდა უკვე გასაგები იყო საით განვითარდებოდა ეს ყველაფერი … მე პირადად მაქვს 2010-2014 წლებში ვირტუალურ სამყაროებში თამაშის/მოღვაწეობის გამოცდილება. ამიტომ ზუსტად ვიცი რაზედაც ვსაუბრობ.

ბოლო 3-4 წელიწადში ბევრი ჯგუფი შეიქმნა, ვინც VR-ზე თამაშებს ქმნის. რამოდენიმე მათ შორის უკვე გამორჩეულია თავისი შექმნილი ნაწარმით. მათ შორისაა StormBringer Studios. VRZ Torment კი მისი შექმნილი თამაშია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე იყიდება (ოფიციალურად 19 მაისიდან).

რა არის VRZ Torment?

ეს Zombie Shooter/Survival თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც ვირტუალური რეალობის სათვალით თამაშობ. თამაში 19 მაისამდე საცდელ ეტაპზე იყო, 19 მაისიდან კი ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში Steam-ზე  (თამაშების გაყიდვების პორტალი). ეს თამაში შარშან ჩვენც გავაშუქეთ. მაშინ დამუშავების პროცესში იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

Press Kit იხილეთ აქ

ვებსაიტი კი აქ

საპრეზენტაციო ვიდეო (game play) იხილეთ აქვე:

 

პიარი პოზიტიური: vrfocus.com, vrthegamers.com, thegamesmachine.it

გეიმერების გამოხმაურება პოზიტიური …

ფასი – 19,99 $

შესყიდვა შეგიძლიათ აქედან

 

ქართული VR თამაშის შექმნა და ბაზარზე გატანა, თან სფეროში, რომელიც ახალია (ვირტუალური სათვალე, ვირტუალური რეალობა) ეს დიდი საქმეა. დიახ, ესეც ექსპორტია … ინტელექტუალური შრომის შედეგი, რომელიც იყიდება ქვეყნის გარეთ. ოღონდ ცოტა თავისებური ექსპორტი… არ იჭმება, ხელით ვერ შეეხები, მაგრამ ინოვაციურ ი მიმართულების პროდუქციის ექსპორტია, რომელმაც შეიძლება ისე იფეთქოს, რომ …