VRZ Torment +1 წარმატება: ქართული VR თამაში THEVRGRID.com შეფასებით პირველ ადგილზეა!

ეს ქართული VR თამაშის მორიგი სერიოზული წარმატებაა! ქართული VR თამაში უმაღლეს შეფასებას იღებს THEVRGRID.com-ზე რეიტინგში ნახეთ ვის გაუსწრო … რა არის VRZ Torment? ეს StormBringer Studio-ს მიერ შექმნილი Zombie Shooter/Survival თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც ვირტუალური რეალობის სათვალით თამაშობ სმარტფონიდან. თამაში 19 მაისამდე საცდელ ეტაპზე იყო, 19 მაისიდან კი ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში Steam-ზე  (თამაშების გაყიდვების პორტალი). Gameplay შეგიძლიათ იხილოთ აქ. წარმატება …

განაგრძე კითხვა »

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს თუ …?

მოგეხსენებათ სულ ახლახან გაჟღერდა თბილისის სკოლებში ყოველკვირეულად გაშლების დარიგების თაობაზე განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ. მცირე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენგან:   იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ? თუ …? 150,000 ლარის ვაშლის დარიგებაზეა საუბარი კვირაში!!! მცირე ანალიზი: 1. 2016 წლის მონაცემებით (geostat.ge) საქართველოში 564 ათასი ??⛹️? მოსწავლე ფიქსირდება 2321 ? სკოლაში და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეთა საერთო რიცხვი სტაბილურად მერყეობს …

განაგრძე კითხვა »

ემიგრანტებო, დაიწყეთ ქართული პროდუქციის ექსპორტი! აი, პრაქტიკული მეგზური

როგორ დავიწყოთ ექსპორტი

ემიგრანტებზე გათვლილი უაღრესად დრომოჭმული, პოპულისტური და ყველაზე გავრცელებული მოწოდება, რომელიც არასოდეს რეალურად საქმეში არ გადაზრდილა ჟღერს ასე: “დაბრუნდით საქართველოში“. ჩვენ კი ასე გეტყვით: ემიგრანტებო, დაიწყეთ ხარისხიანი ქართული ნაწარმის ექსპორტი. მყარად დამკვიდრდით სადაც ხართ! განავითარეთ საჭირო კავშირები! გამდიდრდით! ასე უფრო მეტს გააკეთებთ თქვენი თავისთვის, ახლობლებისთვის და ქვეყნისთვის. მაგრამ როგორ? რა ცოდნა, უნარები და კავშირები სჭირდება ექსპორტის დაწყებას? ვისგან ისწავლი ყველაფერ ამას? …

განაგრძე კითხვა »

ავსტრიაში, ქ. გრაცში, ქართველმა ემიგრანტმა ქართული ნაწარმის დეგუსტაცია მოაწყო

პატივცემულო ემიგრანტებო, ეს არ არის მხოლოდ დადებითი პრეცედენტი … ეს არის ის, რაც თითოეულ ქართველ ემიგრანტს შეუძლია… მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით … მნიშვნელობა არ აქვს რას საქმიანობთ … მნიშვნელობა არ აქვს რა ცოდნა და გამოცდილება გაქვთ … მთავარია მონდომება!!! ისტორია 2017 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა მოძრაობა KAR.GE-მ KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 გამოსცა. პრეზენტაციას, მისი ელექტრონული და ფურცლოვანი ვერსიების მასიური …

განაგრძე კითხვა »

რომელ 89 ქვეყანასთან ჰქონდა საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2016 წელს?

მონაცემები 2016 წლისაა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა. ვიცოდეთ რომელ ქვეყნებთან რა ვაჭრობა გვაქვს და რამდენად საზარალო … აი ასეც გაედინება ფული საქართველოდან … ჩვენ გვაქვს კოლოსალური უარყოფითი სავაჭრო ბალანსი – 5 მილიარდ USD-ზე მეტი!!! დამნაშავე ვინაა? გინდა-არგინდა ყველა ის, რომელიც ქართულის მაგივრად იმპორტულს იძენს!  

განაგრძე კითხვა »

რომელ 42 ქვეყანასთან აქვს საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი?

ეს ანალიზი ამ ორიოდ კვირის წინ გავაკეთე სულ სხვა მიზნებისათვის. დღეს კი გიზიარებთ თქვენ … ვიცოდეთ თქვენი საპატივცემულო 42 სავაჭრო პარტნიორი … ქვეყნები, საითკენაც საქართველოდან ექსპორტი აღემატება იმ ქვეყნიდან იმპორტს … მონაცემები 2016 წლისაა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა.  

განაგრძე კითხვა »

მოძრაობა KAR.GE-ს კამპანია #იყიდეატამი. შეჯამება

#იყიდეატამი

2017 წლის 11 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივით მიმდინარეობა ინტერნეტ აქცია #იყიდეატამი. აქცის მიზანი გახლდათ საქართველოს მოსახლეობის სტიმულირება ეყიდათ ქართული ატამი და ვაშლამატამა. ჩვენ ვართ მომხმარებლები, მყიდველები და ჩვენს ხელში არის რეალური ძალა, რომლის ატმის მიმართულებით ამოქმედებას ისახავდა მიზნად ჩვენი კამპანია. პრობლემის შექმნა განაპირობა კახეთში ატმის ჭარბმოსავლიანობამ, რომელსაც სამაცივრე მეურნეობები და მწარმოებლები რეალურად მოუმზადებელი დახვდნენ. ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდნენ …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 30 ივლისი, 12:00, დაბა სიონში: ფესტივალი „მადლი ფშაური მიწისა“!

მადლი ფშაური მიწისა

ნეტარება იცი რა არის? აი, სურათზე რომ ხედავ, ტაფაზე, დამბალხაჭოა ის, ოღონდ დამდნარი. მასში რომ ლავაშს ამოუსვებ და მიირთმევ, ზედ კი ღაჟღაჟა წითელ ღვინოს მიაყოლებ … აი ეს … შპს “სანათას სახლი” და ა(ა)იპ “ჩვენი ფშავი” სოფლის მეურენეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2017 წლის 30 ივლისს გიწვევენ დამბალი ხაჭოს ფესტივალზე თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, კორტების …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებლებს: გიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო ექსპოზე (IFFE 2017)

მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ქართული კვების პროდუქტების მწარმოებლებს ვიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო გამოფენაში – International Fermented Food Expo 2017 (IFFE 2017) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 19-23 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს უკვე მე-15-ჯერ გაიმართება. World-OKTA – http://www.okta.net/ მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, მათ შორის თბილისშიც. მოძრაობა KAR.GE …

განაგრძე კითხვა »

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან ბოლო 22 წლის მანძილზე

TV იბერიაში, ბიზნეს კოდში დღეს შევაჯამეთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. დიდი მადლობა TV იბერიას მთელ გუნდს ქართული საქმის მხარდაჭერისათვის. მოკლედ ასევე შევეხეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისთვის სულ ახლახან არაქართული ხორცის შესყიდვის თემას  

განაგრძე კითხვა »