ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღეს 19 სხვადასხვა ქართული წვენის & ნექტარის ნიმუშები ყატარში გავგზავნეთ (y)

23 აგვისტო 2017 …

დღეს მოძრაობა KAR.GE-ს და შპს კამპას, ყატარში კი ბნ. პაატა გიორგაძის მონდომებით შპს კამპას 3 ბრენდის 19 სხვადასხვა ნიმუშის 95 ლიტრი წვენები დოჰასკენ ყატარის ავიახაზების მეშვეობით გაიგზავნა.

აღარ მოვყვები რა ენერგია დასჭირდა ამ კონკრეტული გაგზავნის ორგანიზებას. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 2 თვეზე მეტია ყატარში ექსპორტის საქმეს ვუკირკიტებთ. საქმიანობის ორთვენახევრის განმავლობაში 50-მდე სხვადასხვა ნაწარმის ბიზნეს ექსპორტის შესაძლებლობა „შევამოწმეთ“ ყატარში. შევამოწმეთო რომ ვამბობ ეს გულისხმობს მწარმოებლებთან კონტაქტს, სურათების მოწოდებას, ფასების მოწოდებას, თითოეული ნაწარმის კომერციული წინადადების გაკეთებას, ტრანსპორტირების და სხვა ლოგისტიკური მომენტის დათვლას, ფასების კალკულაციას, კომერციული წინადადებების წარდგენას ათობით სხვადასხვა ადგილას ყატარში მსხვილი დისტრიბუტორებიდან დაწყებული მსხვილი საცალო, სარესტორნო, სასტუმრო ქსელების დამთავრებული. მოკლედ, ეს საქმე ყველი და პურის ჭამა სულაც არაა. დღეში 6-5-ჯერ FB მესინჯეტით და VIBER-ით საათობით საუბარი ჩვევად გვექცა უკვე.

ამ მოკრძალებული საქმის გაჩარხვაში უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა:

  • ბნ. პაატა გიორგაძეს, ჩვენებურს, რომელიც ყატარში უკვე 8 წელზე მეტია რაც სავაჭრო სფეროში მოღვაწეობს და მისი კავშირები ნამდვილად ძალიან სჭირდება ასეთ საქმეს;
  • შპს კამპას, რომელსაც არა მხოლოდ 2008 წლიდან აწარმოებს პროდუქციას ასეპტიკური ჩამოსხმის ტექნოლოგიით, არამედ დღეს აქვს 3 სხვადასხვა ბრენდის ბრენდის 34 სხვადასხვა ნაწარმი სამ სხვადასხვა საფასო კატეგორიაში და ორ „წონით კატეგორიაში“. სწორედ ასორტიმენტმა და ფასებმა მოგვცა ის შესაძლებლობა, რომ მიმზიდველი შეთავაზება გაგვეკეთებინა პოტენციური მყიდველებისათვის. ასევე აღსანიშნავია ხარჯები, რომელიც კომპანიამ გაიღო ნიმუშების ტრანსპორტირებისათვის;
  • ყატარის ავიახაზების ხელმძღვანელს ქალბატონ იაკო ხომერიკს მხარდაჭრისა და თანადგომისათვის;
  • ტერმინალ „ლასარე“-ს მთელ გუნდს დაკვალიანებისათვის და გვერდში დგომისათვის;
  • Facebook ჯგუფს – ფორუმი საბაჟო და ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე, რომლის გუნდი ძალიან დაგვეხმარა საბაჟო და ექსპორტის საკითხებში რჩევებით და კონსულტაციებით;

და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულშემატკივრობდა ამ საერთო საქმეს.

ყველაფერი წინაა …

შემდეგი სვლა წვენების დეგუსტაციებია ყატარში, რომელთაც შედეგებსაც ასევე შემოგთავაზებთ.

ეხლა კი დღეს გაკეთებული Live FB გადაცემა უშუალოდ ტერმინალიდან