წყარო: Trump’s ‘Made in America’ campaign has a big problem სადაც კი შესაძლებლობა მაქვს ვცდილობ რიცხვებში გადავიყვანო ქართულის ყიდვის კამპანიის შედეგები. თუმცა ძალიანაც რომ ეძიო ასეთი კვლევები საქართველოში კი არა მსოფლიოშიც კი რთული მოსაძებნია. არადა რიცხვები, გათვლები და ზოგადად კვლევითი მონაცემები ისაა, რაც აკლია „buy local” და ამ სფეროში მოქმედ ყველა კამპანიას. Washington Post-ში გამოქვეყნებული ეს სტატია საინტერესოა სწორედ …
განაგრძე კითხვა »LIVE საქმიანი დილა: რუსული ბაზარი რიცხვებში
დიდი მადლობა TV პირველს, საქმიან დილას და Business Media-ს, რომ ამ თემაზე პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება მომეცა. დილისთვის ნამეტანი ბევრი რიცხვი დავასახელე და კი გადავღალე წამყვანებიც და მაყურებლებიც, მაგრამ ღირდა …
განაგრძე კითხვა »ბიზნეს კურიერი: კომენტარი სახელმწიფო შესყიდვების თემაზე
2 დღის წინ დავაფიქსირე ჩემი აზრი თავდაცვის სამინისტროს მიერ არაქართული ხორცის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღს კი იგივე თემაზე კომენტარი ბიზნეს კურიერმა ჩაწერა. თემა მნიშვნელოვანია … ყურადღებას ყოველთვის ვამახვილებ მასზედ, რომ როცა ფული იხარჯება, პირველ რიგში ქართულ ნაწარმში დაიხარჯოს!!!
განაგრძე კითხვა »რუსეთის ბაზარი: შოკისმომგვრელი სტატისტიკა რუსეთის ბაზრის „მითს“ ანგრევს!
რუსეთის ბაზარი … რაც არ უნდა წარმოდგენა გქონდეს მის შესახებ სულ სხვაა როცა სტატისტიკას ჩახედავ. სწორედ ამიტომ ამ სტატიით დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს რიცხვებში გიჩვენო თუ რეალურად რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის რუსეთის ბაზარს და კიდევ უფრო მეტი – ფულში რა უჯდება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა! შენიშვნა: ყველა ფასი მოცემულია ათას USD-ში. ანალიზი 1 გავაანალიზოთ საქართველოსა და რუსეთს შორის …
განაგრძე კითხვა »ეს იმედისმომცემია მათთვის, ვისაც სურს წარმოება დაიწყოს …
მადლობა TV იბერიას, კონკრეტულად კი გადაცემა ბიზნესკოდს თემის გაშუქებისათვის. შიდა ბაზარი არის დასაცავი ზუსტად იგივე წესებით, როგორც მაგალითად ევროპის და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იცავს თავის ბაზარს. მთლად ოპტიმიზმშიც ნუ ჩამოთვლით, მაგრამ მართლაც ისეთია სიტუაცია, როგორიც აღვწერე. ქართული ნაწარმის მიმართ ინტერესიც არის, მოთხოვნაც არის და თუ ვინმე დააპირებთ წარმოებს, ხარისხიანს აწარმოებთ და მარკეტინგს / გაყიდვებს სწორად გამართავთ, მომხმარებელი თქვენს მხარეს დადგება. …
განაგრძე კითხვა »პოზიცია: თავდაცვის სამინისტროს მიერ იმპორტული ხორცის შესყიდვა ეკონომიკური ოკუპაციის ხელშეწყობაა
დღეს გავრცელდა თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჯარისთვის უკრაინული ხორცის მიზეზებთან დაკავშირებით. იხილეთ მოძრაობა KAR.GE-ს კრიტიკული პოზიცია ამასთან დაკავშირებით: ე.ი. მხოლოდ დეფიციტი და უწყვეტი მიწოდების რისკია დამნაშავე? და არა ფასი? ან სხვა რამ? სულ ცამდე მართალი რომ იყოთ და საკმარისი არ იყოს დღეს არსებული შიდა რესურსი, ამ მიდგომით არც არასოდეს არ იქნება საქართველოში საკმარისი არც ხორცი და არც არაფერი. ანუ, სულ …
განაგრძე კითხვა »ატმის კრიზისი: კომენტარი TV ობიექტივს
მადლობა TV ობიექტივს ამ რეპორტაჟისათვის. „ატმის კრიზისი“ შეიძლება ბევრისთვის თემა არ არის, მაგრამ ჩვენთვის არის! მოძრაობა KAR.GE აგრძელებს კამპანიას #იყიდეატამი და სულ უფრო მეტ ადამიანს მოვუწოდებთ იყიდოს ქართული ატამი … სანამ იაფია 🙂
განაგრძე კითხვა »პირდაპირი “TV იბერია“-ზე: ექსპორტის ზრდა, შესაძლებლობა ყატარში, IFFE2017 კორეაში
რა არის ექსპორტის ზრდის მიზეზი? რა შესაძლებლობები იკვეთება ყატარში? რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული ატამი? რა ექსპო ტარდება სამხრეთ კორეაში? ნახეთ თავად … მადლობა TV იბერიას და მთელ გუნდს წარმატებული ეთერისათვის, რომელიც 11 ივლისს შედგა.
განაგრძე კითხვა »ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია #იყიდეატამი გრძელდება
საქართველოში ატმის კრიზისია. ატამი არ იყიდება, მეტიც, ლპება ხიდან მოუკრეფავად. სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE ვაგრძელებთ კამპანიას – “იყიდე ატამი”! დღეს შევიარე გლდანის ბაზარზე საყიდლებისათვის … ატმის ფასები 40 თეთრიდან 1 ლარამდეა 40 თეთრად საშუალო ზომის ვაშლატამას იყიდი … 50 თეთრად მთელი სპექტრია არჩევანის … (ვაშლატამა ვიყიდე 3 კგ) 70 თეთრად კარგი და გემრიელი ატმებია … (ეს ვიყიდე 2 კგ, ზებრა) …
განაგრძე კითხვა »TV მაესტრო: ექსპორტის შესაძლებლობა ყატარში. რა უნდა ვისწავლოთ ამ პროცესისგან?
რა პროდუქციაზეა მოთხოვნა ყატარიდან? რა უნდა იცოდნენ მწარმოებლებმა? როგორ მიმდინარეობს მუშაობა? რა როლი აქვს სახელმწიფო სტრუქტურებს ამ საქმეში? ამ და მრავალ სხვა საკითხზე გვქონდა მსჯელობა 10 ივლისს TV მაესტროს პირდაპირ ეთერში დილის ბიზნეს სიახლეებში. უღრმესი მადლობა მაესტროს გუნდს მხარდაჭერისათვის.
განაგრძე კითხვა »