ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შანსი შანსებს შორის! მწარმოებლებო, გაგვატანეთ პროდუქცია საერთაშორისო ექსპო – IFFE2017-ზე სამხრეთ კორეაში

რა, სად, როდის …

15 ოქტომბერს, ანუ 2 დღეში მივდივართ IFFE2017-ზე – მე-15 გრანდიოზულ საერთაშორისო ექსპოზე, სადაც კორეული მხარე ქართველებს უზარმაზარ სივრცეს გვითმობს საერთაშორისო პავილიონში. ეს
ჩვენი მეორე მიწვევაა IFFE-ზე. ეს კონკრეტული შეთავაზება World-OKTA-ს წარმომადგენელმა ღიად გააჟღერა პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე “იყიდე ქართული”, რომელიც 10 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. კორეაში ჩვენ წარვადგენთ ქართულ ხარისხიან ნაწარმს. საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში გვერდში გვიდგას ამ ინიციატივაში.

მწარმოებლებო, რას გთავაზობთ …

ჩვენ, მოძრაობა KAR.GE-ს და World-OKTA-ს შეგვიძლია წავიღოთ ნებისმიერი მწარმოებლის ხარისხიანი სასურსათო ნაწარმი ექსპოზე სრულფასოვნად წარსადგენად. წარვადგენთ ისე, როგორც საქმეს
ეკადრება. გვაქვს კონკრეტული მიზნები: 1) ნიმუშების ადგილზე გაყიდვა და მიღებული თანხით მწარმოებლის ხარჯების (ნიმუშები, ტრანსპორტირება) დაფარვა, 2) ერთი მაინც buyer-ის პოვნა ერთი მაინც
ნაწარმისთვის, 3) ერთი მაინც ონლაინ სავაჭრო პორტალის “დამეგობრება”, სადაც შეიძლება ქართული ნაწარმი გაიყიდოს, და 4) ერთი მაინც სავაჭრო ობიექტის პოვნა, სადაც შეიძლება ქართული ნაწარმის
გაყიდვა მოხდეს. ამ 4-დან ერთი მაინც თუ შევასრულეთ, უკვე დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული 2016 წელთან შედარებით.

როგორ იგებთ

1) მიზერული ხარჯის გაღება გიწევთ, 2) გაღებულ ხარჯს (ნიმუშების, ტრანსპორტირების) პრაქტიკულად დიდწილად ამოიღებთ, ვინაიდან ნაწარმის გაყიდვა ექსპოს დროს შეიძლება. ჩვენ ნიმუშების ოდენობის
30%-მდე დეგუსტაციებისათვის დაგვჭირდება, დანარჩენს კი გავყიდით, 3) გარანტირებული პიარ “ბომბი”, რომელიც თქვენ სასარგებლოდ გავარდება KAR.GE-ზე (დეტალები ნახეთ აქ).

კონკრეტულად რა ხარჯია

ჩვენი მომსახურე ავიაკომპანიის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 30 კგ ნიმუშის ტრანსპორტირება ჯდება 150 $ (ვისაც ეს საკითხი ესმის დაგვეთანხმება, რომ ძალიან კარგი პირობა მოგვცეს). თუ 30 კგ-ზე ნაკლებია წონა, მაშინ კილო 10$. ნიმუშის ფასთან ერთად ეს იქნება ის ხარჯი, რაც მწარმოებელმა უნდა გაიღოს  თავშივე. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ IFFE2017-ზე პროდუქციის გაყიდვაც შეიძლება და ჩვენ ამას ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ მწარმოებელს გაღებულ ხარჯს ბოლომდე თუ არა დიდწილად მაინც გავუსტუმრებთ (შარშანდელი გამოცდილება დაგვეხმარება).

577 73 79 64 – დაგვიკავშირდით სასწრაფოდ. გადაწყვეტილება გვჭირდება ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში, ნიმუშები კი 36 საათის განმავლობაში, რომ შაბათს, 14-ში შევფუთოთ და 15-ში გავემგზავროთ.