დღე 7: ვინიფერას ეს უგემრიელესი ყურძნის მურაბა „ალფონსო“ აუცილებლად უნდა მეყიდა!

პირველად ეს მურაბა 2 წლის წინ გავსინჯე. ის სიღნაღში, ფესტივალზე ვიყიდე და ეს რა გავსინჯე … გემო ჰქონდა წარმოუდგენელი … სასწაულებრივი! და ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში რომ ეს მურაბა თქვენთვის არ გამეცნო, დაუშვებელი იქნებოდა. საბედნიეროდ ნიკორას სუპერმარკეტში შემხვდა. შემხვდა და ჩემი „კალათი“ დაამშვენა! გემო გადასარევი … სიტკბო ზომიერი … ყურძნის მარცვლები ბლომადაა შიგნით … მეტი რა უნდა გინდოდეს მურაბისგან? …

განაგრძე კითხვა »

დღე #6: ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ბორჯომი!

ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ბორჯომი თაობაზე რა უნდა გითხრათ ეხლა მე ისეთი, რომ ახალი იყოს თქვენთვის? ვისურვებდი მხოლოდ იმას, რომ ყველა დარგში იყოს ისეთივე სიტუაცია, როგორც წყლების მინერალური წყლების ინდუსტრიაში გვაქვს შიდა ბაზარზე და ექსპორტზე. ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?   ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ …

განაგრძე კითხვა »

დღე 6: მე ვიყიდე კულას ალუბლის 100% ნატურალური წვენი!

უკვე მრავალი წელია კულა ბაზარზეა … პროდუქციის ასორტიმენტში 200+ ნაწარმია … ექსპორტი მგონი 30+ ქვეყანაში აქვს … ბრენდი იმდენად ცნობადია, რომ ბავშვმაც კი იცის საქართველოში … და მაინც, მიუხედავაც იმისა, რომ კიდევ რამოდენიმე მსხვილი ქართული წარმოებაა ამ მიმართულებით, წვენების ბაზარზე საქართველოში ქართულებს 20% ძლივს უჭირავთ … ნეტა რატომ? რა მნიშვნელობა აქვს რატომ? ვიყიდოთ ქართული ყოველ დღე! მორჩა! ეს კი ჩემი …

განაგრძე კითხვა »

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი – უკვე ვიყიდე!

უკვე მრავალი წელია, რაც კახეთში ზეთისხილის ბაღებია გაშენებული. ხოლო ერთი წელიც არ არის რაც ქართული ზეთისხილისგან ზეთი დამზადდა და ქსელში შევიდა. გაიცანით კომპანია ქართული ზეთისხილი და მის მიერ წარმოებული ზეთისხილის ზეთი, რომელიც მე დღეს კარფურში ვიყიდე. პროდუქცია სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მზადდება ცივი გამოხდის მეთოდით, ქოლესტერინის გარეშე და ორ სხვადასხვა ზომის ბოთლშია ჩამოსხმული. არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს. და რაც მთავარია, …

განაგრძე კითხვა »

თათარა ასორტი – ხელის დამშვენება გნებავთ სტუმრად მისვლისას?

თათარა ასორტი უნიკალური პროდუქტია! სწორედ ამიტომაა იგი ჩემი გამოწვევის მეხუთე დღის შენაძენი! თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი – საფერავის ყურძნის წვენით. თავად პროდუქტი დიზაინით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს, რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. შეფუთვაზე ნათლად ჩანს მისი შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად და ისინი გაყოფილია მუყაოს ფურცლით. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი …

განაგრძე კითხვა »

ზედაზენი კრაფტი – ქართული ლუდის კომპანიის საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

ზედაზენი კრაფტი … მხოლოდ გასინჯვის შემდეგ რომ ხვდები თურმე რა ყოფილა ეს სასმელი! მართალი ყოფილა ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ! დღეს შევიძლინე ორი ბოთლი გამოწვევის ფარგლებში, და მოხარული ვარ, რომ ამ პროდუქტის წარმოჩენის შესაძლებლობა მომეცა ქართული ნაწარმის დამფასებელ საზოგადოებაში! იყიდეთ მეგობრებო, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები! ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? …

განაგრძე კითხვა »

დღე5: ბეიქჰაუსის წარმოებული ბლითები ვიყიდე კარფურში

არადა დღეს ვგეგმავდი ბეიქჰაუსის სხვა პურფუნთუშეფულის და მაფინების ყიდვასაც, მაგრამ პურფუნთუშეული ამის მეტი ვერ ვნახე გლდანის კარფურში, მაფინები კი მთლად დამავიწყდა ამ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში სიარულში … მოკლედ, აგერ თქვენ კომპანიის ვებსაიტი … აგერ თქვენ კომპანიის FB გვერდი … ერთს დავამატებ: ბეიქჰაუსის ნაწარმი არის ძალიან ხარისხიანი ქართული ნაწარმი რეალურ ფასში და ყველას, ვინც იტყვის, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქცია არ იწარმოება, …

განაგრძე კითხვა »

დღე4: უნივერსამში ნაყიდი ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი – წლის ჩემპიონი ნოვაცია!

საქართველოში რომ ტარდებოდეს წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ნაწარმის რამე კონკურსი, ინოვაციების ნაწილში ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი ლიდერობას არავის დაუთმობდა! ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი არის უნიკალური ნაწარმი, რომელიც შპს „დილის პროდუქტები“-ს პირმშოა და 2 წლიანი კვლევა-ტესტირების შემდეგ ბაზარზე პირველად ა.წ. გაზაფხულზე გამოვიდა. ამის თაობაზე გარკვეული ექსპერიმენტი მეც ჩავატარე ა.წ. მაისში. აი ისიც: [ექსპერიმენტი და შედეგები] ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი …

განაგრძე კითხვა »

დღე4: უნივერსამში ნაყიდი კამპას ბროწეულის წვენი – ჩემპიონი ბროწეულებს შორის!

კამპას ეს პროდუქტი … კამპას პროწეულის წვენი შემთხვევით არ მიყიდია! ეს არის „ყველაზე“ გემრიელი ბროწეულის წვენი, რაც კი საქართველოში გამოდის და ეს დამტკიცებულია 2016 წელს ჩვენს მიერ ჩატარებულ ბრმა დეგუსტაციაზე, სადაც ამ წვენმა ბროწეულებს შორის გაიმარჯვა! ასე რომ იყიდეთ თქვენი, მით უმეტეს, რომ საოცრად იაფი ღირს იმასთან შედარებით რაც არის მისი ხარისხი – სულ რაღაც 3.25 ლარი გადავიხადე დღეს.   …

განაგრძე კითხვა »

დღე3: სნო ქიდს – სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი ნაწარმი!

უნიკალური ახალი პროდუქტი ვიყიდე დღეს … სნო ქიდს სპეციალურად ბავშვებისათვის წარმოებული წყალი! ეხლა ვიცი, იკითხავთ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ წყალსა და სნო ქიდს შორისო … და მეც გიპასუხებთ: ტარა და თავსახური დამატებით კვლევას გადის BPA და BPS (ბისფენოლ ა და ესი) შემცველობაზე. BPA/BPS ჭურჭელში ცხიმიანი ან ცხელი საჭმლის მოხვედრის შემთხვევაში თხევად მდგომარეობაში გადადის და ბავშვის ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. ევროკომისიის ექსპერტთა …

განაგრძე კითხვა »