ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნახეთ როგორ იბეჭდება ინგლისურენოვანი “KAR.GE Export Catalogue 2018”

ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE ქმნის ყოველწლიურ ინგლისურენოვან ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს (მეორე გამოცემა) და აახლებს ქართულენოვან “KAR.GE ინტერნეტ კატალოგს” (2016 წლიდან არსებობს და ვითარდება).

3 თვიანი პროექტი ა.წ. იანვარში დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული 1) წარმოებების, 2) ბრენდების, 3) პროდუქციის, 4) სავაჭრო ობიექტების, 5) დისტრიბუტორებისა და 6) B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. პროექტის შედეგების პრეზენტაცია იგეგმება 2018 წლის 3 აპრილს.

დღეს სტამბა COLOR-ს ვესტუმრე, რათა ბეჭდვის პროცესი FB Live-ით გადამეღო, თუმცა ინტერნეტის „ღალატის“ გამო ეს ვერ შევძელი. სამაგიეროდ აი ეს ვიდეო ჩავწერე …

ამ კატალოგში 400 ჩანაწერია და თითოეული მათგანი გვეამაყება!