ყავა: ჩერი ნატიფი

ყავა ჩერი

ქართულია & kar.ge-ა! ყავა „ჩერი ნატიფი“, წარმოადგენს ძირითადად აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს. გამოირჩევა შედარებით მაღალი კოფეინით. მწვანე მარცვლები ჩამოდის საქართველოში და ჩერის საწარმოში საუკეთესო დანადგარების საშუალებით იხალება. დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე. ჩერი აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ყავას. პროდუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.cherie.ge რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მიერ შეძენილ ყავას, საკმაოდ წმინდად დაფქულია და განკუთვნილია ე.წ …

განაგრძე კითხვა »

შოკოლადის პასტა “ბიელა”

ქართულია & კარგია! შოკოლადის პასტის ისტორია ასე დაიწყო: 1934 წელს, ზაფხულში, ქალაქის დღესასწაულისათვის ფერეროს საკონდიტროს მიერ დამზადებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით შოკოლადის ტკბილეული „ჯანდუიო“.  იმ ზაფხულს იტალიაში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მთელი შოკოლადის პარტია დადნა და გადაიქცა უფორმო მასად. მთელი საცხობის ადრე მიღებული მოგების თანხა ჩადებული იყო ამ პარტიაში. მიუხედავად ამისა მხიარულ და ოპტიმისტ პიეტროსთვის რთული იყო …

განაგრძე კითხვა »

პლასტმასის ავზები, ნოვა

ქართულია & kar.ge-ა! ბევრისთვის არაა უცხო, აგარაკზე ან სოფლად წყლის პრობლემა – თუ გინდა სოფლად ისეთი ელემენტარული კომფორტი, როგორიც ცხელი წყალია, მაშინ წყლის დიდი ავზი აუცილებლად გჭირდება, რადგან 24 საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ თბილისის და ერთეული ქალაქების ფუფუნებაა … თუმცა კახეთში 200-500 ლიტრიან და ტონიან ავზებს, სხვა გამოყენებაც მოუძებნეს – თურმე მასში შესანიშნავად იწურება ღვინო, არც ძვირია, ადვილი გასარეცხია და რაც …

განაგრძე კითხვა »

კარკადეს ჩაი – ფარაონების სასმელი

ქართულია & kar.ge! მეორე დღეს მინდა გაგაცნოთ სუდანის ვარდის ფოთლების ჩაი, ხალხში ცნობილი როგორც კარკადე. მას „ფარაონების სასმელს“, „რომაელი იმპერატორების ჩაის“ სახელითაც მოიხსენიებენ. სასარგებლო თვისებები მას ბევრი გააჩნია, მათი მცირედი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: იგი არეგულირებს წნევას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აუმჯობესებს ნივთრებათა ცვლას, ატონიზირებს ორგანიზმს. აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან საინტერესო ფაქტი: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას წევს მაღლა, …

განაგრძე კითხვა »

სინორი – ნოყიერი სადილი

სინორი

ქართულია & kar.ge! ქართული სამზარეულოს სავაჭრო დახლებზე აბარგების პროცესი ერთობ ზანტად მიმდინარეობს. ტრადიციული გემოს შენარჩუნება მეწარმისათვის ხდება აუცილებელი პირობა ბაზარზე წარმატებული ოპერირებისათვის. ის, რასაც ჩვენი პირის გემო აღიარებდა საუკუნეების მანძილზე, კომერციულ დახლთან ურთიერთობისას მალფუჭებად საქონლად გარდაიქმნება და წარმოშობს მომზადების ტექნოლოგიის გადამუშავების საჭიროებას, რათა შენახვის ვადების გახანგრძლივება გახდეს შესაძლებელი. თუმცა, ჩვენს სტუმართმოყვარე კულტურას შენახვის ხანგრძლივი ვადების მქონე სასურსათო შინაწარმოებაზე ტექნოლოგიების აღზევების …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინე ფელამუში, სს ენისელი ბაგრატიონისაგან

ფელამუში

ქართულია & kar.ge-ა!   ფელამუში … 450 გრამიანი ქილა … მწარმოებელი – სს ენისელი ბაგრატიონი ფასი – 5.6 ლარი შევიძინე ფუდმარტში, შარტავას ქუჩაზე … დღეს … ფელამუში, თან ქილაში ასე ჩამოსხმული … აი მართლა სიურპრიზი იყო ეგ ჩემთვის. შემადგენლობა გაინტერესებთ? ჰაჰაა, ვიხუმრე … ჩემი აზრით ფელამუშის ეს პარტია ან საექსპორტოდ შეიქმნა და ნაწილი დახლზე დადეს, ან რაღაც სახელდახელოდ გაკეთებულს ჰგავს. …

განაგრძე კითხვა »

ჩირი: ხურმის ჩირი

ხურმის ჩირი

ქართულია & kar.ge-ა!   დღეს მაღაზიაში აღმოვაჩინე ხურმის ჩირი, „აღმოვაჩინე“ სწორედ ის სიტყვაა რომელიც იმ წუთებში განცდილ ემოციას კარგად აღწერს. მართალია ხურმის ჩირში გასაოცარი არაფერია, საქართველოს მოსახლეობის მიახლოებით 80% შინ ამზადებს და ალბათ ყიდვაც ვერ წარმოუდგენიათ. ერთი სიტყვით ამ ყველაფერში სასიამოვნო და მიმზიდველი შეფუთვა იყო, ანუ ხურმის ჩირი ახლებურად მოწოდებული. ეს არ იყო ძაფზე აცმული და მტვერში უმოწყალოდ მოქანავე. ჯერ …

განაგრძე კითხვა »

ტყლაპი – კომპანია „დინასტია“-ს ნატურალური პროდუქტი

ქართულია & kar.ge-ა! ტყლაპი – თვითონ სიტყვას ბავშვობაში გადავყავართ … მოგონებები, ბებოს ნუგბარი… კარგად მახსოვს მზიან დღეს ხის დაფებზე გასაშრობად გამოტანილი ბებოს ტყლაპები. რა შეიძლება ამაზე მეტად ქართული იყოს? ბრენდირებული ჩურჩხელას თაობაზე მსმენია, მაგრამ ტყლაპს თუ წავაწყდებოდი ჰიპერმარკეტის დახლზე არ მეგონა. დინასტია – ამ კომპანიის შესახებ ვიცოდი, მათი უგემრიელესი ჩურჩხელაც გასინჯული მქონდა და გამიხარდა სხვა პროდუქტიც რომ აღმოვაჩინე და თურმე …

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი შემოქმედი

qarTuli chai ქართული ჩაი, მწვანე ჩაი, ჩაი შემოქმედი

ქართულია & kar.ge-ა! გუშინდელი ჩემი აქტივობის შედეგად გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ, ხოდა შევიძინე კიდეც. ასევე გავარკვიე ინფორმაცია რომ ეს უნიკალური პროდუქტი მხოლოდ გუდვილის და სმარტის ქსელებში შეგიძლიათ იყიდოთ. მე პირადად მწვანე ჩაის დიდი მოყვარული გახლავართ, შემიძლია დეგუსტატორადაც გამოვდგე, იმდენი ტიპის მწვანე ჩაი მაქვს დალეული. დიდი ხანია ვეძებდი ნატურალურ და ქართულ მწვანე ჩაის, ეს ჩემთვის აღმოჩენაა, მიხარია, რომ საქართველოში ამ …

განაგრძე კითხვა »

სანტისიმო ამორე

ქართულია & kar.ge-ა! უამრავი მეილი, სატელეფონო ზარი, დაგეგმვა,  შეხვედრები.. თუ თქვენი დილაც ანალოგიურად იწყება, ე.ი. სადღაც დღის 12  საათისთვის აუცილებლად საჭიროებთ სასუსნავს. რას იტყვით  რომ ის იყოს გემრიელი, შოკოლადის, ჰაეროვანი და რაც მთავარია ქართული? სანტისიმო ამორე  პუდინგი– სასუსნავების მოყვარულებს ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს! მოიმზადეთ ტკბილი საუზმე : სანტისიმო ამორე პუდინგი სიმინდის ფანტელებთან ერთად ბანანის გემრიელი ნაჭრებით. დააყოლეთ კულას  ნატურალური წვენი და თქვენ …

განაგრძე კითხვა »