ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყავა ჩერი

ყავა: ჩერი ნატიფი

ქართულია & kar.ge-ა!

ყავა „ჩერი ნატიფი“, წარმოადგენს ძირითადად აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს. გამოირჩევა შედარებით მაღალი კოფეინით. მწვანე მარცვლები ჩამოდის საქართველოში და ჩერის საწარმოში საუკეთესო დანადგარების საშუალებით იხალება. დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე.

ჩერი აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ყავას. პროდუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.cherie.ge

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მიერ შეძენილ ყავას, საკმაოდ წმინდად დაფქულია და განკუთვნილია ე.წ თურქული ყავის მოსამზადებლად, მწარე და ძლიერია.

კარგია, მოლოდინს გადააჭარბა. მომეწონა ასევე ფასიც 50 გრ–იანი შეფუთვა 0.75 ლ. მოიკითხეთ უბნის მაღაზიებში.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.