თაფლის სანთლისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მათეს მადლი

ქართულია & kar.ge-ა! ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა კომპანია მათეს მადლი, რომლის მიზანია ნატურალური თაფლის სანთლის ნაწარმის დამზადების მივიწყებული ტრადიციების აღორძინება-პოპულარიზაცია. პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური თაფლის სანთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ყოველგვარი მინარევების გარეშე. სპეციალურ ყალიბში დამზადებული ნივთი იწმინდება და მუშავდება ხელით, პრიმიტიული იარაღებით. ნივთები შემკობილია ქართული ორნამენტებით. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვაზის მტევნებით გარსმოხვეულმა ფიალამ და …

განაგრძე კითხვა »

სუპერ ბეიბი – უგემრიელესი ორცხობილა ბავშვებისთვის და არა მარტო

ქართულია & kar.ge-ა! ბევრი ვიფიქრე, რომელი ყოფილიყო ჩემი პირველი პროდუქტი, რომელსაც ამ გამოწვევის პროცესში დავაგემოვნებდი, მეგობრებსაც ვკითხე რჩევა და აღმოჩნდა, რომ ორცხობილა ისეთი არაქართული სახელით, როგორიცაა “სუპერ ბეიბი” – წარმოებულია საქართველოში, თანაც ძალიან გემრიელია! აღმოჩნდა, რომ ყველას, ვისაც კი პატარა ყავს ჩემს გარშემო, სმენია ამ სასუსნავის შესახებ, მე ტკბილეულის მუსუსს კი არა. ამიტომ გადავწყვეიტე თქვენთვის პირველი გამეცნო “ჯორჯიან ბეიქერსი” კომპანიამ ფუნქციონირება …

განაგრძე კითხვა »

სოკო თეთრი ქუდი – არაგენმოდიფიცირებულია

ქართულია და kar.ge-ა! დღეს მეგა გამოწვევა „ქართულია და kar.ge-ა“ იწყება. სადებიუტო პროდუქტად შპს „თეთრი ქუდი“-ის მიერ წარმოებული ქამა სოკო თეთრი ქუდი შევარჩიე. 500 გრ შეფუთვა 4.2 ლარი ღირს. საიტი არ აქვთ, Facebook-იც დიდი ხანია არავის გახსენებია. თუმცა მთავარია ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებენ და ამჟამად სამი სახეობის (ქამა სოკო, ხის სოკო, პორტობელო) სოკოს აწარმოებენ და უკვე ექსპორტზეც მუშაობენ. მისასალმებელია! ეტიკეტზე დატანილი …

განაგრძე კითხვა »

486 – პირველი დღის არჩევანი – იოგურტი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი საუზმე – მომჟავო გემო ხრაშუნა ფანტელების ტკბილი კონტრასტით,  სანტისიმოს შოკოლადის ფანტელებიანი იოგურტი იყო. იმ მოტივით, რომ დღეს პირველად გიყვებით ჩემს სამომხმარებლო არჩევანზე, მინდოდა რასაც წაიკითხავდით მიზეზით – დამზადებულია საქართველოში, თქვენთვის არცთუ უცნობი ყოფილიყო. კარგია, როცა  ნაცნობი გემო ყველა შეძენილ ქილაში ნარჩუნდება. მწარმოებელი შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ირწმუნება, ეს ის შემთხვევაა როდესაც სასარგებლო გემრიელიაო. იოგურტი აღდგენილი …

განაგრძე კითხვა »

წითელი აჯიკა

ქართულია & კარგია! წითელი ბოსტნეულის აჯიკა, კარგად შეზავებული სანელებლებით, ზომიერი მარილით და სიმწარით საუკეთესო მისაყოლებელია შემწვარ კერძებთან, აი ისეთია გულს რომ მონახავს და  ენას რომ აგიწვავს. ბულგარულის სიტკბო კარგ ბალანსს ქმნის პილპილის სიმწარესთან. მშვენიერია ვერაფერს იტყვი… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც მწარმოებელი გვამცნობს 100%–ით ნატურალური პროდუქტია. წარმოებულია საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა შიდა ქართლის რეგიონის გორის ზონაში. დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : …

განაგრძე კითხვა »

ბარამბოს კრემ-ბრულე

ქართულია & kar.ge-ა! უბნის მაღაზიის დახლზე კომპანია „ბარამბო“-ს ჩემთვის ახალ პროდუქტს წავაწყდი – ახალი ხაზი „ბარამბო ექსპორტი“. სამი სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა მე ერთერთზე შევაჩერე არჩევანი – რძიანი შოკოლადის ფილა კრემ-ბრულეს მუსით. შოკოლადის მოყვარული ვარ და აი ძააალიან მომეწონა და ალბათ ხშირადაც შევიძენ. თვითონ შოკოლადი ხომ კარგია და შიგთავსიც უგემრიელესი. კომპანია არავისთვისაა უცხო თავისი მრავალფეროვანი ნაწარმით. აქვთ იდეალური საიტი http://www.barambo.ge/ პროდუქციის სრული …

განაგრძე კითხვა »

დღის ქართული პროდუქტი – მაკარონი “გეოპასტ”

qarTuli makaroni Geopast ქართული მაკარონი გეოპასტ

ქართულია & kar.ge-ა! მე, რომ ქართულ და kar.ge პროდუქტს ვყიდულობ ამას გავიძახი აგერ უკვე რამდენიმე დღეა და ეს უკვე ნაცნობია ალბათ თქვენთვის, მაგრამ დღეიდან ყოველდღე გაგაცნობთ ერთ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია საქართველოში, გაგაცნობთ ამ პროდუქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს და ასევე ჩემს მოსაზრებებს თუ როგორია ის. მაკარონი – ხორბლის გამომშრალი ცომია. მაკარონის ნაწარმს პურთან შედარებით უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან უფრო …

განაგრძე კითხვა »

ტყიბულის ჩაი – უმაღლესი ხარისხის შავი ბაიხის წვრილი გრეხილი

ტყიბულის ჩაი

ქართულია & kar.ge-ა! შევეფეთე და შემომეფეთა … ამ ჩაის შესახებ ბევრი გამიგია, მაგრამ აქამდე არ გამესინჯა. ამბობენ მაისის ჩაის სულ სხვა არომატი აქვსო. ვნახოთ, ვნახოთ … ტყიბულის ჩაი – არომატი ძლიერია, გემოც ორიგინალური აქვს. ტყიბულის მხარეშე 1300 მეტრის სიმაღლეზე პლანტაციაში დაკრეფილი ალბათ კარგი უნდა იყოს. 2.5 ლარი გადავიხადეთ 100 გრამიან შეფუთვაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზრობაზე ვიყიდეთ უნდა ვივარაუდო რომ სხვა …

განაგრძე კითხვა »

ნუში ქალაქური

ქართულია & kar.ge-ა! ნუში რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია ყველას მოგეხსენებათ. ე.წ. სამეფო კაკალი ცილებისა და მინერალების საბადოდ მიიჩნევა, მისი გული კი სავსეა E ვიტამინით. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მივიჩნიე გამენდო ჩემი საყვარელი “აღმოჩენა” – ნუში ქალაქური. სასიამოვნო შეფუთვა, გემრიელი პროდუქტი და რაც მთავარია ქართული ნატურალური ნუშის გემო. აუცილებლად გასინჯეთ და შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში. დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : …

განაგრძე კითხვა »

კაკალი თაფლში და შოკოლადში

ქართულია & kar.ge-ა!   წარმოგიდგენთ უგემრიელეს ქართულ ნუგბარს – კაკალი თაფლში და შოკოლადში. წვრილად დაჭრილი ნიგოზი ამოვლებულია თაფლში, შემდეგ კი შოკოლადში. იგი განსაკუთრებული გემოს მქონე და ნოყიერი კანფეტია. მართალია 300 გრამი 7 ლარი ღირს, მაგრამ გემო ნამდვილად ამართლებს ფასს. პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 303 კალორიაა. კანფეტი სამარხვოა. ეს პირველი დღეა. დიდი რჩევის შედეგად შევარჩიე ეს შოკოლადი. მართლაც უგემრიელესია, თქვენც გასინჯეთ და თავად …

განაგრძე კითხვა »