ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შოკოლადის პასტა “ბიელა”

ქართულია & კარგია!

შოკოლადის პასტის ისტორია ასე დაიწყო: 1934 წელს, ზაფხულში, ქალაქის დღესასწაულისათვის ფერეროს საკონდიტროს მიერ დამზადებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით შოკოლადის ტკბილეული „ჯანდუიო“.  იმ ზაფხულს იტალიაში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მთელი შოკოლადის პარტია დადნა და გადაიქცა უფორმო მასად. მთელი საცხობის ადრე მიღებული მოგების თანხა ჩადებული იყო ამ პარტიაში. მიუხედავად ამისა მხიარულ და ოპტიმისტ პიეტროსთვის რთული იყო დანაკარგთან შეგუება. დამდნარი ჯანდუიო ძმებმა გადაუსვეს თავისივე გამომცხვარ ბულკებს. შოკოლადიანი ბუტერბროდები გამოვიდა ძალიან გემრიელი და გაიყიდა იმდენი, რომ საცხობს მოუტანა ჩვეულებრივზე მეტი მოგება. ასე შეიქმნა შოკოლადის პასტა. მრავალი ექსპერიმენტების შემდეგ ძმებმა დაიწყეს პასტის წარმოება. მას ერქვა “ჯანდუიოს კრემი”, რომელსაც დღევანდელ დღეს ყველა ვიცნობთ, როგორს “ნუთელა”.

ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოშიც გვქონია ჩვენი წარმოების შოკოლადის პასტა. მას კომპანია „ბიელა“ უშვებს (www.biela.ge). ბიელა – იტალიური პიემონტის რეგიონის ერთ-ერთი პროვინციაა. გემოთი რა თქმა უნდა ჩამორჩება იტალიურ პრემიუმ ბრენდ „ნუტელას“, თუმცა მაინც ძალიან გემრიელია. „ნუტელას“ შემადგენლობის 1/3 თხილისგან შედგება, ხოლო „ბიელას“ შემადგენლობაში კი თხილი საერთოდ არ შედის, ღირებულებაც შესაბამისად ბევრად ნაკლებია ვიდრე შოკოლადის პასტის პრემიუმ ბრენდების ფასი.

ერთი რჩევა: „ბიელას“ შოკოლადის პასტა არ შეინახოთ მაცივარში, დაბალ ტემპერატურაზე მკვრივდება და შემდეგ პურზე რთული წასასმელია.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.