ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აქუაფინა სპარქლინგი

აქუაფინა სპარქლინგი – გაზირებული წყალი

ქართულია & kar.ge-ა!

წყალი– უსუნო, უფერო და უგემური სითხეა. იგი უბრალო და ყველაზე მეტად გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე.

მაგრამ ის წყალი რომელიც მე შევიძინე უსუნო და უგემური ნამდვილად არ არის. იცოდით თუ არა, რომ საქართველოში იწარმოება მსუბუქად გაზირებული  წყალი ლიმონი – ლაიმით? თუ არ იცოდით გეტყვით დიახ იწარმოება და თან ძალიან kar.ge-ა.

აქუაფინა სპარქლინგი, მსუბუქად გაზირებული, ნატურალური არომატების ნატიფი ნარევით შეზავებული წყალია, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ის გვჩუქნის მაცოცხლებელი ენერგიის განსხვავებულ შეგრძნებას და უსაზღვროდ სასიამოვნო დასალევია. განსხვავებული შეგრძნების რა მოგახსენოთ, მაგრამ სასიამოვნო დასალევი ნამდვილად არის. აქვს ოდნავ მოტკბო გემო და ლიმონი– ლაიმის არომატი, მსუბუქი გაზი კი სასიამოვნოდ შუშხუნებს ენაზე.

მოცულობა 0.5 ლიტრი; ფასი 1.10 ლარი

მწარმოებელი: ს.ს „იბერია რეფრეშმენტსი– პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში“.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.