ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ლაზი შავი ბაიხის ქართული ჩაი

ქართულია & kar.ge!

ჩაის კულტურები საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს ჩინეთიდან. პირველი ჩაის მიღებამდე მრავალი ადამიანის ფიზიკური და ფინანსური რესურსი ჩაიდო. ასე რუდუნებით ნაშენი პლანტაციები XX საუკუნის ბოლოს ყველასთვის კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად თითქმის ბოლომდე განადგურდა.
საბედნიეროდ გამოჩნდნენ კომპანიები რომელთაც ქართულ ჩაის მეორე სიცოცხლე აჩუქეს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ კომპანიას –შპს „ლაზი“ და მის შავი ბაიხის ჩაი. ეს ქართული ჩაი მთლიანად დამზადებულია საქართველოში, კოლხეთის განახლებულ პლანტაციებში მოყვანილი ნორჩი ყლორტებისაგან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
შეფუთვა საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა შავი ჩაისთვის დამახასიათებელი მძაფრი არომატით და ხავერდოვანი გემოთი, ნამდვილად არაფრით არ ჩამოუვარდება მრავალგზის გარეკლამებულ ანალოგებს. მისი შეძენა სიონის ტაძრის ეზოში მდებარე სოფლის ნობათის მაღაზიაში შეგიძლიათ, სხვაგან თუ იყიდება არ ვიცი.. თქვენ თუ შეგხვედრიათ რომელმე სუპერ მარკეტში, გაგვიზიარეთ რათა მისი მოძიება, ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილდეთ და ამით დავეხმაროთ ქართულ ჩაის.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.