იამაყეთ! სიდნეი, ავსტრალია, თბილღვინო, თამადა და …

თამადა

ექსპორტი „წმინდა“ საქმეა! – არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ. და განსაკუთრებით გამიხარდა როცა ასეთი რამ ვნახე: როგორც ჩანს თბილღვინო და ბრენდი თამადა აქტიურად მუშაობენ ავსტრალიურ ბაზარზე. არ ვიცი ციფრები, არ ვიცი რა გაყიდვები აქვთ, მაგრამ რასაც ვხედავ მომწონს: ვებსაიტი – http://www.tamada.com.au/, რომელიც სპეციალურად ავსტრალიური ბაზრისთვისაა შექმნილი .au დომენზე. საიტი ფრიად ინფორმატიულია და გემოვნებიანია; Facebook გვერდი, რომელიც სწორედ რომ ავსტრალიურ ბაზარზე სამუშაოდ …

განაგრძე კითხვა »

მამაო აზიარებს 100 წლის გურულ ბებოს : )

გურული

ასი წლის გურული ბებო კვდება. მიუყვანეს მღვდელი სიკვდილის წინ რომ აზიაროს. -ხომ არ მოგიპარავთ? -ეკითხება მღვდელი -არა მამაო. უშვერი სიტყვებით გაგილანძღავთ ვინმე? -რას ამბობთ, მამაო?! -გიმრუშიათ? -ეს რას ნიშნავს? -ანუ, ხომ არ გძინებიათ სხვა მამაკაცთან? -სხვა მამაკაცთან რა დაგაძინებს, მამაო?! -ჩაეღიმა ბებიას …   ** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

სანდომი – ტკბილი სასუსნავი ტვინის და გონების მკვებავია

შოკოლადის ღილები საკონდიტრო სანდომი shokoladis gilebi sakonditro sandomi

ტკბილეული ალბათ ყველა ჯანმრთელ ადამიანს უყვარს, გადატვირთული დღის გრაფიკი ვისაც აქვს მათთვის კი ალბათ აცილებელიც ხდება ტკბილეულის სუსნავი 🙂 ასაწონი ტკბილი სასუსნავი  –  უზარმაზარი და უგემრიელესი არჩევანი აქვს საკონდიტრო საწარმოს –  სანდომი. ჩემი შვილების საყვარელი სასუსნავი კი მათ მიერ წარმოებული –  შოკოლადის ღილებია, თან თამაშობენ და თანაც გემრიელად მიირთმევენ. კარგი მოფიქრებაა ღილის ფორმის შოკოლადი, ვინაიდან ბავშვები, ხან ფულობანას თამაშობენ, ხან დიზაინერობანას, მოკლედ მრავალგვარი …

განაგრძე კითხვა »

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გაგვეხსნება ევროპული ბაზარი თუ დაიღუპება ქართული წარმოება?

ქართული წარმოება

დღეს ამ რუბრიკის უკანასკნელ მითს გავაჟღერებ, ჩემამდე სხვა “მარგალიტი” ჯერ არ მოსულა. თუ სურვილი გაქვთ, შეგვეხმიანეთ, გაგიზიარეთ თქვენი შეშფოთების მიზეზი და ერთად გავარკვიოთ ევროპული მისწრაფებები საფრთხეა თუ შესაძლებლობაა საქართველოს განვითარებისათვის! დღეისათვის, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ადამიანებს სიახლის მიღება უჭირთ და გაურკვეველის ეშინიათ, “შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველ ლხინს”… მაგრამ რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? მართალია, ევროკავშირთან ასოცირება გულისხმობს ძირეულ რეფორმებს; მართალია, რომ რეფორმები მოთხოვს …

განაგრძე კითხვა »

ჰონკონგი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ჰონკონგი

ჰონკონგი … აზიური ვეფხვი … რა იცით ჰოკონგის შესახებ? აზიური ვეფხვი, რომელმაც სასწაული მოახდინა ხომ? მაშინ ისიც იცოდეთ, რომ ეს ერთ დღეში და ერთ წელიწადში არ მომხდარა. ამ ქვეყანამ შექმნა პირობები, რომ მსოფლიოს ინვესტორებს ფული გაეკეთებინათ. ჰოდა მიაწყდა ყველა, ამან კი ფული ქვეყანაშიც დალექა … რა თქმა უნდა მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე. ჰონკონგი ერთია და მეორე ეგეთი არ არის …

განაგრძე კითხვა »

რაჭველები ძროხას ყიდიან

რაჭველები

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ეკითხება: -რა ღირს ძროხა? -500 ლარი, ქვე შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი …

განაგრძე კითხვა »

მზესუმზირა პინაკი გაგისინჯავს?

პინაკი

კიდევ ერთი ჩემთვის ახალი [არადა ახალი კი არა კარგად დაძველებულიც კი] მზესუმზირა აღმოვაჩინე დაახლოებით 2 კვირის წინ. პინაკი – არის სახელი. 100 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს დახლზე. გემრიელი არის ნამდვილად! რომ ვაკვირდები ქართული კომპანიების მირ შეფუთულ მზესუმზირებს შორის ცუდს ვერცერთზე ვერ იტყვი. ვებსაიტი რა თქმა უნდა არ მუშაობს, სამაგიეროდ Facebook-ზე ჰქონია დიდი აქტივობა ერთი წლის წინ. 33,000+ Like აქვს …

განაგრძე კითხვა »

ნიკო ნიკოლაძე სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდის შესახებ /აზრი #8/

ნიკო ნიკოლაძე

#8 – საზოგადოება, ავად თუ კარგად, ზრდის ვაჭარს, ტექნიკოსს, ვეტერინარს, პედაგოგს, ინჟინერს, ექიმს, მაგრამ არ ზრდის სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილ მოქალაქეს. ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928   რა არის სამშობლოს სიყვარული? როგორ გესმით იგი? რა ჭირდება სამშობლოს მოყვარული ადამიანის გაზრდას? რა უნდა გიყვარდეს, ტერიტორია, თუ ადამიანები? ზოგს ჰქონია, რომ სამშობლოს სიყვარული მკერდზე მჟიღის ცემაა, ზოგს კი ყანწის ტრიალი, ზოგს თავისი საქმის კეთება. აი …

განაგრძე კითხვა »

გურული სომხების ქეიფში

გურული

სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან: -თქვი, ღმერთმა მარტო სომხისთვის გვამუშავოსო. ვინც არ იძახის ამას, ყველას მაგრად ცემენ. გამოივლის გურული და მასაც იგივეს მოთხოვენ. გურული ეტყვის: -ღმერთმა ოღონდ სომხისთვის მამუშავოს და თუ უნდა შაბათ-კვირასაც არ დამასვენოსო. სომხებს გაუხარდებათ, დასვამენ გურულს და მაგრად აქეიფენებ. შუა ქეიფში ერთ-ერთი სომეხი გურულს ეკითხება: -რად მუშაობ? -მეკუბოვე ვარ ძამა.   ** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია …

განაგრძე კითხვა »

ახალი ღვინის ფესტივალი – kar.ge ფოტომიმოხილვა + ვიდეო

ახალი ღვინის ფესტივალი

ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა, ამჯერად 2015 წლის 9 მაისს. ცხადია რაც ქართულია & kar.ge-ა არ გამოვტოვებდი ღონისძიებას, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი ეწვია. სურათების დიდი ნაწილი ჩემი გადაღებულია, თუმცა ნაწილის ავტორი პროფესიონალი ფოტოგრაფი – შალვა ჯანიაშვილია.   დედა ენის ბაღში მივედი დაახლოებით 12:00. უკვე დაწყებული იყო დეგუსტაციაც, ჭამაც, სმაც და მოლხენაც ხალხი ყველგან ბლომად იყო. აბსოლუტურად ყველა დახლთან, მიუხედავად …

განაგრძე კითხვა »