პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება … ილია ჭავჭავაძე

პატარა-ნიჩაბი

“პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს”. ილია ჭავჭავაძე, 1837-1907   კარგად ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ მცირე საქმე მომხიბვლელი ქართველებისათვის და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჟინებული წინსვლა ზოგადად არაა ქართველების დამახასიათებელი ხასიათური შტრიხი. მაგრამ მეორეს მხრივ პატარა საქმიდან იწყება ყველაფერი დიდი, პირველი ნაბიჯი თუ არ გადადგი, დიდი ნახტომს ვერ გააკეთებ, გამოცდილება მცირეში თუ არ მიიღე, დიდ საქმეს ისე ვერ …

განაგრძე კითხვა »

ძალა ერთობაშია! 15 ივნისის გმირები

ძალა ერთობაშია

დღევანდელი დღე ფოტოებში … 66 ფოტოში ნაჩვენები ერთიანობა, გატანა, თავდადება, ქალი, კაცი, ბავშვი, ქართველი, უცხოელი, ოფისის თანამშრომელი, ბაიკერი, მაშველი, სამხედრო, სტუდენტი, მოსწავლე, თანადგომა, გული, სული და საქმე! ხვალისთვის გთხოვთ გაითვალისწინეთ შემდეგი: არ გახვიდეთ ქალაქში საკუთარი მანქანით განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. ამით თქვენ განმუხტავთ საცობს და ირიბად მაინც მიეხმარებით მოხალისეებს. ძალიან ბევრი მოხალისე იყო დღეს ყველგან, მაგრამ ვერ აწვდიდნენ ინვენტარს, წყალს, ნიჩბებს და …

განაგრძე კითხვა »

არ გახვიდე ქალაქში საკუთარი მანქანით …

დააყენე მანქანა

დილიდან ვაკვირდები სამაშველო გაერთიანებების ინტერნეტ გვერდებს … მოხალისეც ბევრია, ინვენტარიც, წყალიც … მაგრამ ვერ მიაქვთ დროულად საცობების გამო … თვითონ გამოვცადე ეს საცობი დილიდან   ამიტომ, გააკეთეთ კეთილი საქმე …  არ გახვიდეთ ქალაქში საკუთარი მანქანით განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. ამით თქვენ განმუხტავთ საცობს და ირიბად მაინც მიეხმარებით მოხალისეებს. ძალინ ბევრი მოხალისეა, მაგრამ ვერ აწვდიან ინვენტარს, წყალს, ნიჩბებს და ა.შ.

განაგრძე კითხვა »

ეს დღე გმირებისაა … გმირი ადამიანების …

გმირი

ვუყურებ ამ ემოციურ ფოტოებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები … რომ დღეს ყველაზე დიდი გმირი უბრალო ადამიანია! ამიტომ ვართ ჩვენ გამარჯვებული ხალხი! ამიტომ ვერ მოგვერევა ჩვენ ვერცერთი სტიქია … ძალა ერთობაშია!      

განაგრძე კითხვა »

სიცოცხლეზე ვიფიქროთ პირველ რიგში …

სტიქია

დილიდან ბევრი რამ მესმის და ვხედავ … უკვე დაიწყო მსჯელობები როგორ უნდა გაკეთებულიყო ვერეს არხი და არ გააკეთეს … როგორ არ უნდა გაკეთებინათ მილი … როგორ უნდა გადაეტანათ ზოოპარკი და არ გადაიტანეს … როგორ არ დაუჯერეს პროფესიონალებს გზის დაპროექტებისას … ან რა უნდოდა საერთოდ იქ გზას … რატომ დახოცეს ცხოველები … და ჯერ სადაა ..   ეს არ იყო უბრალოდ …

განაგრძე კითხვა »

რაჭველი და მეგრელი ცოლებს ეძებენ :)

რაჭველი

მეგრელი და რაჭველი ერთმანეთს შეხვდებიან სუპერმარკეტში.   -აქ რას აკეთებ მაგალითად? ჰკითხა მეგრელმა. -ცოლუკა დამეკარგა და იმას ვეძებ, ქვე შენ რას აკეთებ? -მეც ცოლი დამეკარგა და ვეძებ. პასუხობს მეგრელი. -შენი ცოლი შესახედავად როგორია, ქვე შენი ჭირიმე? -მაღალი, შავთვალება, აშოტილი ფეხებით, დიდი მკერდით … -ტრაბახობს მეგრელი. -თუ ასეა, მაშინ ქვე ჩემსას შევეშვათ და შენი მოვძებნოთ …   ** სურათზე რაჭველის პერსონაჟის …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით STARK – ჭვავის კრეკერი აჯიკის და სვანური მარილის არომატით

ჭვავის-კრეკერი-აჯიკით

კითხულობ ხომ? კარგია … ალბათ გგონია, რომ ლიტვურმა საცხობმა ფული გადაიხადა ამ სტატიაში. ასეა? შეიძლება ისიც კი გგონია, რომ ჩვენ ამ საქმიანობაში ვიღაც ფულს გვიხდის … ხელმძღვანელობთ რა პრინციპით „აბა სულელები ხომ არ არიან სხვის რეკლამაში რომ ხარჯავენ დროს და ენერგიას“ … ასეა? იცით რამდენს ჰგონია ასე? თუ მართლა ასე ფიქრობთ ახედეთ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში და მიხვდებით რა ჰქნათ, იმიტომ რომ …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით STARK – ჭვავის კრეკერი ნივრის და მარილის არომატით

ჭვავის კრეკერი

რა არის საჭირო ამ ჩახუთულობაში? რა თქმა უნდა ქართული ლუდი! რა უნდა მივაყოლოთ ქართულ ლუდს? 2 თვის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ქართულ ლუდზე მისაყოლებელი ყველა მნიშვნელოვანი “ინგრედიენტი” უკვე ქართული წარმოების არსებობს [შემოლილი თევზი, ყველი, არაქისი, თხილი და ა.შ.]. აი ეს კრეკერი კი ბოლო აღმოჩენაა, რომელმაც “ბუკეტი” ბოლომდე შეავსო. ჭვავის კრეკერი STARK წარმოებულია ლიტვური საცხობის მიერ. სამი …

განაგრძე კითხვა »

შვილი, მამა და ღიპიანი პოლიციელი

ღიპიანი პოლიციელი

ეს იმ დროინდელია, ღიპიანი პოლიციელი რომ „მოდაში“ იყო …   ბავშვი სახლში ყოველ საღამოს თავპირდასისხლიანებული ბრუნდება. მამის შეკითხვებზე თუ რატომ მოდის გალახული, ბავშვი არაფრით პასუხობს. ერთ დღესაც მამა ჩუმად გაყვება და რას ხედავს … ბავშვი ღიპიან პოლიციელთან მიდის, რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი ეს პოლიციელი სასტიკად ურტყამს. მივარდება მამა პოლიციელს, ბავშვს ხელიდან გამოგლეჯს და უყვირის: -ბავშვს რატომ ურტყამო? -გავლახავ აბა რას …

განაგრძე კითხვა »

ავსტრია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ავსტრია

ავსტრია … ავსტრიიდან კვების პროდუქტები შემოდის ბლომად, თუმცა არა მხოლოდ. ამას წინათ ერთი ნაცნობი ღრმად დარწმუნებული მეუბნებოდა, რომ ავსტრიული ძვირია, მაგრამ კარგიაო. ჩემი პასუხი? გადაიხადე ძვირი და გექნება ხარისხიანი ქართული წარმოების ხორცპროდუქტები მეთქი. დაფიქრდი, ეს 67,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 250,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა …

განაგრძე კითხვა »