ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სტიქია

სიცოცხლეზე ვიფიქროთ პირველ რიგში …

დილიდან ბევრი რამ მესმის და ვხედავ …

უკვე დაიწყო მსჯელობები როგორ უნდა გაკეთებულიყო ვერეს არხი და არ გააკეთეს …

როგორ არ უნდა გაკეთებინათ მილი …

როგორ უნდა გადაეტანათ ზოოპარკი და არ გადაიტანეს …

როგორ არ დაუჯერეს პროფესიონალებს გზის დაპროექტებისას …

ან რა უნდოდა საერთოდ იქ გზას …

რატომ დახოცეს ცხოველები …

და ჯერ სადაა ..

 

ეს არ იყო უბრალოდ „მაგარი წვიმა“ …

ეს იყო ნამდვილი სტიქია …

სტიქიის დროს კი დადანაშაულება და ბორბლებში ჯოხის გაყრა კი არაა საჭირო …

არამედ უნდა აცალო ხალხს თავისი საქმის კეთება და მიეხმარო როგორც შეგიძლია …

 

ზოგი ინფორმაციას ავრცელებს ინტენეტში …

ზოგი მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას ცდილობს …

ზოგი დახმარების ორგანიზებას ცდილობს …

ზოგი რეალურად იქ დგას ადგილზე და საქმეს აკეთებს …

ვისაც როგორ შეუძლია …

ყველას მადლობა ეკუთვნის!!!

 

მთავარია ერთია:

სტიქია ბევრი გადაგვიტანია ავად თუ კარგად და კიდევ გადავიტანთ …

აი სიცოცხლეებს რომ ვკარგავთ ეგაა …