მიხო ხეზე ავიდა და იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის. სახლიდან მარომ გამოსძახა: -კაცო, მაგას რო ჭრი, ხო ჩამოვარდები?! მიხომ ჩამოსძახა: -ჭკუა შენიანებს ასწავლე! ტოტი მოჭრა თუ არა ჩამოვარდა და ძირს დაეძნეყვა. მარო ფანჯრიდან დამფრთხალი გამოსცქერის. მიხომ ჩაიბუტბუტა: -ვანგაა ეს შეჩვენებული?! ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »თემურ დადიანი თავისივე გინესის რეკორდს აუმჯობესებს
ვუყურებ ამ ადამიანის ფოტოს და … თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან დადებითაც ვივსები, როცა ასეთი შეუპოვრობას ვხედავ. კაცმა თავისივე გინესის რეკორდი მოხსნა, ახალი დაამყარა და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა თავისი შესაძლებლობებით. თამურ დადიანი, 23 წლის კაპრალი, რომელმაც ორივე ფეხი ISAF მისიაში მონაწილეობისას ავღანეთში 2011 წელს დაკარგა, 2 დღის წინ, კვირა დღეს, 7 ივნისს წუთში 44 აზიდვას აკეთებს და …
განაგრძე კითხვა »ტირამისუ – ბარამბოს შოკოლადი
5 წელია რაც ბარამბო ბაზარზე არსებობს. კომპანიამ შოკოლადებით დაიწყო და დღეს უკვე მისი ასორტიმენტი ასობით პროდუქტს მოითვლის სხვადასხვა პროდუქტის კატეგორიაში კანფეტებიდან დაწყებული ნაყინების ჩათვლით. კომპანია მარკეტინგულადაც სერიოზულად აქტიურობს, რადგან მის ბაზარზე გაჩერება ნიშნავს „ჩაჩოჩებას“. ვრცელ ასორტიმენტში შეუძლებელია ყველაფერი ერთნაირად კარგი გექნეს, ზოგი აშკარად ჩამოცდება ხარისხის მაღალ თამასას, მაგრამ ბარამბოს ტირამისუ – ერთ-ერთია ბარამბოს უგემრიელეს შოკოლადებს შორის, რომელიც მართლა კარგია! ამის …
განაგრძე კითხვა »175,000,000 აშშ დოლარის ინვესტიცია ბევრია თუ ცოტა?
„წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე“ – ასე იწყება საქსტატის ანგარიში … აქედან ლომის წილი – 59,000,000 აშშ დოლარი აზერბაიჯანზე მოდის. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ინვესტიცია კი 146 მილიონს შეადგენს, და ა.შ … აღარ გავაგრძელებ მოდით მარტივად ვიანგარიშოთ … და …
განაგრძე კითხვა »ლუდი მთიელი + 4 ქართული ჩასაყოლებელი?
ლუდზე სტატია ლუდით შეჟუჟუნებულმა თუ არ დაწერე, რაა მამული 🙂 … მოვიდა ლუდის სეზონი … ჰოდა ეს სეზონი თუ არ გახსენი, ისე როგორ შეიძლება?! გულწრფელად გეტყვით: გაბატონებული აზრი, რომ ქართული ლუდები ხარისხობრივი პარამეტრებით სასტიკად აგებენ უცხოურთან, მართალია! მართლა აგებენ, ზოგადად! მაგრამ თუ დავაკვირდებით და არა მხოლოდ ხარისხებს შევადარებთ ერთმანეთს, არამედ ფასებსაც, მაშინ დავრწმუნდებით, რომ არც მთლად „ისე“-ა საქმე … აი …
განაგრძე კითხვა »ქორწინების პირველი ღამეა …
ქორწინების პირველი ღამეა. ქმარი ცოლს მუცელზე დახედავს და ამბობს: -ეს ის ნაკვეთია, სადაც მალე კარტოფილს დავთესავ … და გადაბრუნდება და დაიძინებს. დადგა მეორე ღამე. ქმარი ამჯერად ზურგზე დახედავს და ამბობს: -აი ეს ის ნაკვეთია, სადაც მალე კომბოსტოს დავთესავ … ისევ გადაბრუნდება და დაიძინებს. მესამე ღამე დადგა და ამჯერად ცოლი ამბობს: -ფერმერო, იცოდე ეხლა სტაფილოს თუ არ დათესავ, ნაკვეთს გავაქირავებ …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! მამუკა გორგოძე რაგბის ისტორიაში ტოპ 20 უძლიერეს მორაგბეს შორის დასახელდა
5 ივნისი, 2015 წ. … ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა მამუკა გორგოძე რაგბის ისტორიაში ტოპ 20 უძლიერეს მორაგბეს შორის დაასახელა [hard man ალბათ უფრო ითარგმნება როგორც „მაგარი კაცი“]. აი რა წერია კომენტარში: „ Mamuka Gorgodze (Georgia) Known as ‘Gorgodzilla’. In Georgia he is known as Gulliver, because he stands head and shoulders above the rest, or as the Georgian Animal because of …
განაგრძე კითხვა »საქართველო >> ევროპა, ნატო და ა.შ.
ეს მასალა უკვე მეორე კვირაა მზად მაქვს და როგორც იქნა მოვიდა მისი დრო. უბრალოდ არ მინდოდა ეს ნამუშევარი დააკარგულიყო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ასეთი გრძელი და თითქოს უინტერესო სახელი და ამ დროს 26 მაისს რუსთველზე ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური <არ ვიცი ამას რა ჰქვია> ექსპოზიციის მქონე სახელმწიფო სტრუქტურა. დაათვალიერეთ თქვენც და ისიამოვნეთ … …
განაგრძე კითხვა »გურიელი, შავი ჩაი ბერგამოტის არომატით, საექსპორტო
იყო დრო, როცა მე დიდად ვერ ვერკვეოდი ჩაებში [არც ეხლა ვერკვევი დიდად რომ ვაღიარო] და Riston-ის ჩაის ვყიდულობდი ხოლმე. უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეყიდა [არადა გურიელი მაშინაც იყო ბაზარზე]. თუმცა მას შემდეგ რა „მჭადი მივირთვი“ თვალი ამეხილა და გონება გამინათდა. დავინახე, რომ უამრავი დასახელების ქართული ჩაი დევს დახლზე. დავინახე და გადავერთე. ეს 100 გრამიანი შეფუთვა 3.45 შევიძინე მარკეტში. …
განაგრძე კითხვა »უნიკალური აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან გაკეთდა …
ცოტა ხნის წინ გავიგე ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ … საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არქეოლოგ მიხეილ აბრამიშვილის ხელმძღვანელობით დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია. ეხლა წარმოიდგინეთ, 2000 მეტი წლის წინ, ადგილობრივის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინის ნარჩენების გამოკვლევა რომ ჩატარდება რამოდენა მნიშვნელობის ინფორმაციას …
განაგრძე კითხვა »