ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჭვავის კრეკერი

გაიცანით STARK – ჭვავის კრეკერი ნივრის და მარილის არომატით

რა არის საჭირო ამ ჩახუთულობაში? რა თქმა უნდა ქართული ლუდი! რა უნდა მივაყოლოთ ქართულ ლუდს? 2 თვის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ქართულ ლუდზე მისაყოლებელი ყველა მნიშვნელოვანი “ინგრედიენტი” უკვე ქართული წარმოების არსებობს [შემოლილი თევზი, ყველი, არაქისი, თხილი და ა.შ.]. აი ეს კრეკერი კი ბოლო აღმოჩენაა, რომელმაც “ბუკეტი” ბოლომდე შეავსო.

ჭვავის კრეკერი STARK წარმოებულია ლიტვური საცხობის მიერ. სამი არომატია გამოსული, დღეს მხოლოდ ერთს გაცნობთ … ასე ვთქვათ ყველაზე განსხვაებული ვარიანტი ავარჩიე – ჭვავის კრეკერი ნივრის და მარილის არომატით. საქართველოში დახლზე მსგავსი არომატი მე სხვა არაფერი მინახია, ქართული მით უმეტეს.

ლიტვურ საცხობს ყოჩაღ! ჩავანაცვლოთ და გავყაროთ ბაზრიდან ყველა მსგავსი იმპორტული პროდუქტი, განსაკუთრებით ის, რაც რუსეთიდან შემოდის. STARTK-ის 80 გრამიანი პაკეტი 90 თეთრი ღირს, მაგრამ 50 თეთრიანი ორი პაკეტის ყიდვას ამის ყიდვა ჯობია ერთმნიშვნელოვნად, ფასშიც იგებ და რაოდენობაშიც. აი ლიტვური საცხობის Facebook გვერდი, ეს კიდევ თავად ჭვავის კრეკერის Facebook გვერდი. ცხადია მარკეტინგზე შენიშვნა აქ უადგილო იქნებოდა.

ძალიან გამიხარდება თუ ჭვავის კრეკერი STARK პოპულარობას მალე მოიპოვებს!