ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონის წოდება მიენიჭა! ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონია! ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურმანიძე კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად გუშინ აღიარა! მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, ოქრო კი უკრაინელმა მოიგო. თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა. ვულოცავთ ირაკლის და თითოეულ გულშემატკივარს. ეს დიდი გამარჯვებაა!
განაგრძე კითხვა »საგანგაშო: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივლისი 2015
ქართველს ის უფრო აფიქრებს რა დალიოს, სად დალიოს და რამდენი დალიოს და არა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, მაგრამ ხანდახან მაინც ჯობია მიმოვიხედოთ და დავინახოთ რა ქაქში ზის ეს ქვეყანა … უკვე დაიწყო საუბარი თუ რა რთული შემოდგომა ელის ლარს. როგორ გგონიათ საიდან ეს ვარაუდები? გგონიათ ყველაფერი მართლა თითიდან გამოწოვილია? არამც და არამც! ასეთი პროგნოზების გაკეთება რთული არ არის თუ იცი რას უყურო. …
განაგრძე კითხვა »მოსამართლე აჩმახებს …
სასამართლო პროცესია. ხევსურს კაცის კვლაზე ასამართლებენ. მოსამართლე ბრალდებულს კითხვით მიმართავს: -რატომ მოკალი დაზარალებული? -აჩმახებდა და მიტომა! -გაიმეორე რა თქვი? -ბატონო მოსამართლევ, ახლა შენც აჩმახებ! ** სურათზე ხევსურის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »GeoVino.de – ქართული ღვინოების და დელიკატესების ონლაინ კომერციის პლატფორმა
თქვენ გაიხარეთ მეგობრებო ისე მე რომ მიხარია ხოლმე როცა მსგავს ძალიან მაგარ რამეს აღმოვაჩენ. ამ რამოდენიმე დღის წინ გერმანიაში სტუმრად მყოფმა ჩვენებურმა ქალბატონმა – მანანა ამბროლაძემ იქვე დახლზე აღმოჩენილი ქართული პროდუქტების სურათებთან ერთად ერთი საინტერესო ვებსაიტის მისამართი მომაწოდა. რა თქმა უნდა მაშინვე ჩავუჯექი, დავათვალიერე, გერმანულის ჩემი ცოდნაც გამოვიყენე და ჰოი საოცრებავ … თურმე ჰამბურგში უკვე 5 წელია არსებობს და ვითარდება …
განაგრძე კითხვა »მოძრაობა kar.ge: ახალი ბრენდ პლატფორმა და ახალი ლოგო
დღეს დიდგორობაა! გილოცავთ! და მნიშვნელოვანია მომენტია ჩვენთვის … ვინაიდან გადავწყვიტეთ მოძრაობა kar.ge-ს ახალი ლოგოს შექმნა გამცნოთ. ეს „წარდგენა“ არამც და არამც არ არის მხოლოდ შემდეგი შეკითხვის დასმა: „მოგწონთ თუ არა ლოგო?“. მე მინდა გიჩვენოთ თუ როგორ შეესაბამება ეს ახალი ლოგო kar.ge მოძრაობის ახალი ბრენდ პლატფორმა, რომელიც რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად შემუშავდა. ლოგოს შემუშავება ძალიან სათუთი პროცესია და სათანადო …
განაგრძე კითხვა »თქვენ როგორი სტაფილო გნებავთ?
სამი ქალბატონი სტაფილოს საყიდლად დგას რიგში. -მე მსხვილ-მსხვილი და მოკლეები ამიწონეთ. ეუბნება პირველი გამყიდველს. -მე პირიქით, -ამბობს მეორე. წვრილები და გრძელები ამიწონეთ. -თქვენ როგორი გნებავთ? ეკითხება გამყიდველი მესამეს? -სულერთია, ბორშისთვის მინდა.
განაგრძე კითხვა »მეფე დავით IV-ის “აღმაშენებლად” მოხსენიების პირველი ოფიციალური პრეცედენტები
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ქართველ ხალხს დავით IV-სთვის „აღმაშენებელი“-ს ეპითეტი უცებ არ მიუცია და ამას საუკუნეები დასჭირდა. ჩვენ მოვძებნეთ სამეცნიერო ნაშრომი [51-ე გვერდიდან], სადაც მეფე დავით IV-ის “აღმაშენებლად” მოხსენიების პირველი ოფიციალური პრეცედენტებია შესწავლილი. 51-ე გვერდიდან იწყება ჩვენთვის საინტერესო ნაწილი. ქვემოთ კი მთავარს მოგახსენებთ. დავით აღმაშენებელს, მისი საოცრად წარმატებული მოღვაწეობის გამო, მრავალი დიდებული ეპითეტით ამკობდნენ როგორც თანამედროვენი, ისე სხვა დროის ქართველები. დავითის …
განაგრძე კითხვა »სვანების ფეხბურთი … :)
სვანები 99-ე სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და ურტყამენ, რაც ძალა და ღონე აქვთ: -მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლეო?! ** სურათზე სვანის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »ქათმის ხორცი აჭარიდან, კოოპერატივი შუა ჩაქვი
აჭარა, შუა ჩაქვი, ჯანსაღი გარემო და ამ გარემოში გამოზრდილი წიწილა … ეხლა წარმოიდგინეთ ეს აჭარელი წიწილა შემწვარ-მოხრაკული ნიორ წყალში თქვენს მაგიდაზე … იფ, იფ … გაიცანით კოოპერატივი – „შუა ჩაქვი“, რომელიც ქათმის ხორცის ბაზარზე უმძაფრესი კონკურენცის პირობებში ბრძოლაში ერთვება და რაც მთავარია წარმატებულად. შუა ჩაქვი 2014 წელს შეიქმნა და საქმიანობის დაწყებიდან სულ მალე ENPARD-ის პარტნიორის – ENPARD აჭარასგან 3 ინკუბატორი …
განაგრძე კითხვა »BEL FOOD -ის ხრამუნა პოპკორნი – გაახარეთ ბავშვები :)
შუა ზაფხულია … პერიოდი, როცა თბილისში ბავშვები პრაქტიკულად აღარ არიან. რა უნდა ქალაქში ამ სიცხეში? როგორც ჩემი ბავშვები, ასევე სხვებიც ალბათ ან ზღვაზე, ან სოფელში ან სადმე სხვაგან ისვენებენ. სწორედ ამიტომ BEL FOOD-ის ხრამუნა პოპკორნისთვის, რომელიც სულ უფრო მეტი მარკეტის დახლზე მხვდება, თბილისში გაყიდვებისათვის ზაფხული იდეალური პერიოდი არ არის, მაგრამ თუ თავისი პროდუქტი აჭარის რეგიონში შეაქვთ, აი მაშინ კი გაიხარებენ …
განაგრძე კითხვა »