ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სოფლის იმედი

თხილი ჩვენი არსობისა … კოოპერატივი სოფლის იმედი

თხილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია სტაბილურად მზარდი გაყიდვებით. გაგიკვირდებათ და უახლესი მონაცემებით თხილმა ღვინოსაც კი გადაუსწრო ექსპორტის მოცულობით. მოთხოვნა მზარდია და გასახარია, რომ საქართველო თხილის საერთაშორისო ფერხულში აქტიურადაა ჩართული.

სენაკთან ახლოს, სოფელ უშაფათში მდებარეობს 2014 წელს შექმნილი კოოპერატივი – სოფლის იმედი. ამ სფეროში უკვე მე-8 წელია რაც მუშაობენ. კოოპერატივში 5 წევრია. პარტნიორებს ამ მომენტში 11 ჰექტარზე აქვს გაშენებული თხილის მეურნეობა. მალე კი კოოპერატივში წევრების შემომატებას გეგმავენ და უკვე 30-ზე მეტი ჰექტარი ექნებათ. ეს უზარმაზარი ფართია ერთი კოოპერატივისათვის, მით უმეტეს, როცა სოფლის მოსახლეობისგან დაამატებით კიდევ იბარებენ თხილს.

სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა გადამამუშავებელი საწარმოს შესაძლებლობების გაძლირება, რაშიც მათ ENPARD დაეხმარა. ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით – 40,000 ევროს მანქანა დანადგარების შეძენა მოხდა 2014 წლის ბოლოს. შესაბამისად კოოოპერატივს უკვე აქვს მაღალმწარმოებლური საშრობი და თხილის გადამამუშავებელი ქარხანა.

სოფლის იმედის პროდუქტია გამშრალი თხილის კაკალი და გარჩეული თხილის გული, რომელსაც შემდეგ ექსპორტზე მომუშავე კომპანიები ყიდულობენ. ეგ კიდევ რაა … დღეს ვესაუბრე ბნ. მალხაზ ხუნწარიას, კოოპერატივის თავმჯდომარეს და ისეთი რამეები მითხრა მეთხილეობის დაწყებაც კი დამიჯდა ჭკუაში. გგონია გაყიდვები უჭირთ? ხელიდან ტაცებენ! ეხლა გაგანია სეზონია და კილოგრამ გამშრალი თხილში ექსპორტზე მომუშავე საწარმოები 8 ლარიდან იხდიან [გააჩნია ხარისხს, რაოდენობას], გარჩეული თხილის კაკლის ფასი კი 20 ლარიდან იწყება.

იმ შემთხვევაში თუ თხილის მსხვილი პარტიის შეძენას დააპირებთ კოოპერატივის თავმჯდომარეს, ბნ. მალხაზ ხუნწარიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მობილურზე – 595 27 95 95.