ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აღმოჩენა თბილისში

უნიკალური აღმოჩენა თბილისის ცენტრში თბილისის ისტორიას გადაწერს

ეს აღმოჩენა ნამდვილად ახალ ფურცელს ამატებს თბილისის ისტორიაში.

აბანოთუბანში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ანტიკური ხანის (II-III საუკუნის) აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა. ასევე, აღმოჩენილია თბილისის V საუკუნის გალავანი. ეს არის რომალური სტილის აბანო, რომელსა ჩვეულებრივ წყლის გამათბობლებს უყენებდნენ. თუმცა აქ უნიკალობა ისაა, რომ წყალი თავადაა ცხელი და გამათბობლები დაყენებული არაა.

ისტორიკოსების თქმით, გათხრების შედეგად, დგინდება, რომ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნემდე თბილისი იყო დასახლებული ადგილი და მასზე აბრეშუმის სავაჭრო გზა გადიოდა. აბანოს გარდა აღმოჩენილია მარანი, ქვევრები და სხვადასხვა ჭურჭელი.

ასე რომ ვახტანგ გორგასალს მართლა ჩაეხარშა თუ არა ხოხობი ნადირობისას ეს კიდევ ბევრჯერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ 🙂