ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

[შეჯამება] 2018 წლის დეკემბრის #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში უკვე მეშვიდედ შედგა #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი ადამიანი ტარიელ ზივზივაძესთან ერთად ყოველ დღე ყიდულობდა ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, FB-ზე დებდა ვიდეოს და/ან სურათს და იწვევდა მეგობრებს. მიზანი? ქართული პროდუქციის ყიდვა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, …

განაგრძე კითხვა »

საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად წელს უკვე ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ

შარშან თუ გახსოვთ დიდი ხმაური გამოიწვია საბავშვო ბაღებში რუსული შოკოლადების დარიგების თემამ. და სავსებით სამართლიანადაც. აი ორიგინალი სტატია. წელს კი ჩვენი საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ 🙂 უ ღ რ მ ე ს ი მ ა დ ლ ო ბ ა მინდა გადავუხადო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო-ს და მის ხელმძღვანელს – ბნ. Kakhaberi Gvantseladze-ს იმისათვის, რომ …

განაგრძე კითხვა »

მყიდველისთვის გაკეთებული ასეთი სიურპრიზისათვის უღრმესი მადლობა „ბიო“-ს – ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელს

ეს არის უნიკალური შემთხვევა და სწორედ ამიტომ მინდა სამაგალითო გახდეს სხვა მწარმოებლებისათვის. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა ადგილობრივი მწარმოებლები მაგალითს აიღებენ და მეტად ყურადღებიანი იქნებიან მისი ნაწარმის მყიდველების მიმართ.   3 დეკემბერს #30დღიანიგამოწვევის ფარგლებში გურანდუხტ ავქოფაშვილმა – ჩვენმა თანამოაზრემ ქართული პროდუქცია იყიდა და გამოწვევის წესისამებრ თავის FB გვერდზე წარმოაჩინა. ეს ნაწილია იმ ქართული პროდუქტებისა რომელიც დღეს შევიძინე ?ჩვენ გვიყვარს ქართული და …

განაგრძე კითხვა »

საექსპორტო ნიმუშები: „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ ამჯერად ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ

10 დღის წინ დავაანონსეთ, რომ ჩურჩხელას მწარმოებლებს ვეძებდით. 1 კვირის წინ ყატარში გავაგზავნეთ ჩურჩხელები. იქ უკვე დეგუსტაციები ტარდება … დღეს კი საექსპორტო ნიმუშები – „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ. უღრმესი მადლობა თითოეულ მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშები მოგვაწოდა. ყველა ნაღდი, ნატურალური, უგემრიელესი პროდუქცია. კერძოდ: ჩურჩხელა Merry ჩურჩხელა Dr. George გურჯაანის ჩურჩხელა ჩალაუბნის ჩურჩხელა გრეიფის თათარა ამ …

განაგრძე კითხვა »

ფოტორეპორტაჟი: გემოვანი ბაზარი 2018 წლის 24 ნოემბერს

აი, ასეთი იყო გემოვანი ბაზარი დღეს 🙂 სიცივეში, წვიმაში, ცოტა მყიდველით … მაგრამ მაინც იქ იყო! ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის ერთადერთი ბაზარია, რომელიც სისტემატურად ტარდება ივნისიდან ყოველ შაბათს იქაა, ქარვასლაში, სიონთან! აი, ასეთი იყო გემოვანი ბაზარი დღეს :)სიცივეში, წვიმაში, ცოტა მყიდველით … მაგრამ მაინც იქ იყო! ადგილობრივი ფერმერული… Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 24 ნოემბერი, 2018  

განაგრძე კითხვა »

AGRO EXPO 2018: ფოტოკოლაჟი და შეფასებები

სამი დღე ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი. რატომ?   ყოველ წელს დავდივარ ექსპო ჯორჯიაში ამ AGRO EXPO გამოფენაზე და წელს რომ იყო ასეთი უდღეური და უსახური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში ჯერ არ ყოფილა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესი ხდება;   ქართული ნაწარმის / კომპანიების სტენდები იყო ტირილი მოგინდებოდა ადამიანს. ფოტოები ნახეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ. და ეს …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 2018 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

გიორგობას გილოცავ! და მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ! ტრადიციულად გიორგობა დღეს ვაცხადებ დეკემბერის 30 დღიან გამოწვევას, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. რატომ? მინდა გაიზარდოს დასაქმება, განვითარდეს საწარმოო სექტორი და ორივეს გადახდილი გადასახადით გაძლიერდეს ქვეყანა! ქართული პროდუქტის ყიდვა კი ყველაზე უებარი გზაა საამისოდ! უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშეა გველეშაპი (ოკუპირებული შიგა ბაზარი, რეკორდულად ცუდი სავაჭრო დეფიციტი, “მხოხავი” ეკონომიკური ზრდა), რომელსაც უცებ …

განაგრძე კითხვა »

ღია წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას

წერილი ეკონომიკის მინისტრს გაეგზავნა 2018 წლის 19 ნოემბერს ბატონო გიორგი, მოგახსენებთ, რომ დიდი ყურადღებით ვუსმინე თქვენს გამოსვლებს ა.წ. 14 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებელზე და ა.წ. 16 ნოემბერს TV პირველზე. თქვენ მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროგნოზები და დაპირებები 2025 წლის ჩათვლით. მიუხედავად პირადად თქვენდამი დიდი პატივისცემისა ვაღიარებ, რომ მათ უდიდეს ნაწილს ვერ გავიზიარებ, ზოგიერში პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით, რამოდენიმე …

განაგრძე კითხვა »

IFFE 2018: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

25-29 ოქტომბერი, 2018 … კორეის რესპუბლიკა, ქალაქი ჯონჯუ … IFFE 2018 – ფერმენტირებული საკვების რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა … ჩავედით, ჩავერთეთ, ვივაჟკაცეთ! რა? სად? როდის? 2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში …

განაგრძე კითხვა »

რელიზი: მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA-მ სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2018-ზე 15 მწარმოებლის პროდუქცია წარადგინეს

2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. IFFE 2018-ზე ორგანიზატორებმა შემდეგი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია წარადგინეს: შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“; შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის …

განაგრძე კითხვა »