ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 2018 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

გიორგობას გილოცავ!
და მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ!

ტრადიციულად გიორგობა დღეს ვაცხადებ დეკემბერის 30 დღიან გამოწვევას, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. რატომ? მინდა გაიზარდოს დასაქმება, განვითარდეს საწარმოო სექტორი და ორივეს გადახდილი გადასახადით გაძლიერდეს ქვეყანა! ქართული პროდუქტის ყიდვა კი ყველაზე უებარი გზაა საამისოდ! უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშეა გველეშაპი (ოკუპირებული შიგა ბაზარი, რეკორდულად ცუდი სავაჭრო დეფიციტი, “მხოხავი” ეკონომიკური ზრდა), რომელსაც უცებ და ერთი შუბის კვრით ვერ მოვერევით, მაგრამ ძალების გაერთიანებით სისხლისგან ნამდვილად დავცლით წვეთ-წვეთად!

კონკრეტულად როგორ ჩატარდება გამოწვევა?

1 დეკემბერიდან, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე პირადად ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

მიიღებ გამოწვევას?