ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

როგორი გამოდგა მწვანე გამოფენა-გაყიდვა “პრო ექსპო” პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით?

დედამიწის დღესთან დაკავშირებით 21 და 22 აპრილს პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით მწვანე გამოფენა-გაყიდვა “პრო-ექსპო“ გაიმართა, რომელშიც 30-მდე მწარმოებელი (და არა მხოლოდ) მონაწილეობდა. დაათვალიერეთ ფოტოები … სანაძლეოს ჩამოვალ ამ მწარმოებელთაგან არცერთ თქვენგანს ნახევარიც კი არ გეცოდინებათ … უნდა ვაღიარო, რომ ყველა მწარმოებლის ფოტო არ არის აქ. ზოგი არ გამომივიდა კარგი გადაღებული, თან ვერც ალტერნატიული მოვიპოვე. ბოდიშს ვუხდი მათ, ვისი ფოტოც აქ არ …

განაგრძე კითხვა »

თბილისური ბაზარი: რა დაგიჯდებათ აქ მონაწილეობა, როდის გიღირს და როდის არა?

თუ შაბათს ან კვირას ერთხელ მაინც ჩაივლით მოსწავლეთა სასახლის წინ მეტრო თავისუფლების მიმდებარედ, შეამჩნევთ თბილისურ ბაზარს. ყოველ შაბათ-კვირას აქ მცირე მწარმოებლების ნაწარმის გამოფენა გაყიდვაა. წლევანდელი სეზონი 6 აპრილს დაიწყო. დღეს, 2019 წლის 21 აპრილს, ვესტუმრე და მონაწილეებსაც გავესაუბრე. თუ ერთი დღით მოინდომებთ აქ დადგომას 65 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორ დღეზე 120 ლარია გადასახდელი. თურმე ისეთი მოთხოვნა ყოფილა, რომ როტაციის პრინციპით …

განაგრძე კითხვა »

წინასააღდგომო ფესტივალი მთაწმინდის პარკში, რომელიც მაინც შედგა მიუხედავად ამინდისა და …

წინასააღდგომო ფესტივალი მთაწმინდის პარკში მაინც შედგა მიუხედავად ამინდისა, რომელმაც „არ გაამართლა“, მინიმალური სტუმრიანობისა (სიცივის გამო პრაქტიკულად არავინ იყო) და მინიმალური მასპინძლობისა (დარეგისტრირებული 50-მდე მეწარმიდან 11 იყო მხოლოდ). ვინც იყო, ისენი არიან ნამდვილი გმირები!!! რატომ? 21 აპრილს მთაწმინდის პარკში წინასააღდგომო ფესტივალი იყო დაანონსებული. ამინდმა მთელი სიამოვნება პრაქტიკულად ჩაშალა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. შუადღისას მივედი და 20 დახლი იყო შემორჩენილი, რომელთაგან …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოკოლაჟი] რას აღმოაჩენთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე დიღმის Goodwill-ში?

ტარდება უკვე მრავალი წელია … „გუდვილი“-ს მხრიდან ეს არის ქართულის მხარდაჭერა … „მოითხოვე ქართული“-ს მხრიდან ეს არის ქართულის პოპულარიზება … მწარმოებლების მხრიდან ეს არის მოკრძალებული შანსი, რომ გაყიდონ ნაწარმი … მე კი ვსტუმრობ და მხარს ვუჭერ პროდუქციის წარმოჩენით აი ასე … რა არის აქ? მაგარი სასმელები, დაძველებული ყველი, ზილე (იცი რა არის ზილე?), სვანური მარილი, კოსმეტიკა, ნაქარგი ბაფთები და მაგიდის …

განაგრძე კითხვა »

მასტერკლასი თემაზე: “ბიზნეს იდეების გენერირება”

2019 წლის 19 აპრილს, 11:00-ზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტისათვის მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია (მასტერკლასი) თემაზე – „ბიზნეს იდეების გენერირება“. მთავარი გზავნილი: „გქონდეთ ბიზნეს იდეა არ კმარა. ან გაქვთ გადაწყვეტა არსებული ან მომავალი პრობლემისათვის, ან არ გაქვთ არაფერი. მეტიც, გადაწყვეტის არსებობის შემთხვევაშიც კი უნდა არსებობდეს ისინი, ვინც იმ პრობლემის გადაჭრაში თქვენ ფულს გადაგიხდიან“. …

განაგრძე კითხვა »

“NOVA”, “DMG” და ძალიან საინტერესო ახალი მწარმოებელი Caucasus Build 2019-ზე

„NOVA“ სამშენებლო მასალების საამაყო ადგილობრივი მწარმოებელია, რომელიც 2 უშველებელ წარმოებას ამუშავებს თბილისში & ბათუმში და 200+ სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს. „DMG“ კი 30+ დიზაინის სამშენებლო დეკორატიულ ფილებს აწარმოებს, რომლის გარეშეც შენობას უბრალოდ სახე არ აქვს არც შიგნიდან და არც გარედან. რა აერთიანებთ მათ გარდა იმისა, რომ საქართველოში აწარმოებენ ხარისხიან ნაწარმს? მოძრაობა KAR.GE-სთან პარტნიორობა რა თქმა უნდა! სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, როცა …

განაგრძე კითხვა »

Dekashop-ის ყაბალახები და ჯააძის ალპური თაფლი ქართული ღვინის საღამოზე Seoul-ში

ქართული ღვინის საღამო სეულში 22 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სასტუმრო „Somerset Palace”-თან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები. უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში ქართული პროდუციის წარმოჩენისათვის. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ქართულ ღვინოს გვერდს უმშვენებდა KAR.GE კატალოგის ორი წევრი კომპანიის პროდუქცია – Dekashop-ის ყაბალახები …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებელთათვის: ვინც ჩაერთვება, მოიგებს! გაეცანით “Import Goods Fair 2019” და “Seoul International Wine and Spirits Expo 2019” შესაძლებლობებს

2019 წლის 27-29 ივნისს კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) ორგანიზებითა და კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით მე-17 საერთაშორისო გამოფენა “Import Goods Fair 2019” გაიმართება, რომლის მიზანია კორეული იმპორტიორი კომპანიებისათვის უცხოური საექსპორტო პროდუქციის გაცნობა. გამოფენის მსვლელობისას KOIMA კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის გამოყოფს 1 სტენდს (9 კვადრატული მეტრი), სადაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარდგენა იქნება შესაძლებელი. მწარმოებელთა დაინტერესების …

განაგრძე კითხვა »

გემოვანი ბაზარი დღეს – 2019 წლის 2 თებერვალს

გემოვანი ბაზარი გრძელდება და იგი სისტემატურად ტარდება შარდენზე, ქარვასლას წინ გასული წლის ივნისიდან. დღესაც ვესტუმრე და გთავაზობთ მცირე კოლაჟს გემოვანი ბაზარი დღეს, 2019 წლის 2 თებერვალს ?Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 02 თებერვალი, 2019

განაგრძე კითხვა »

სამარცხვინოა: საქართველოს მთავრობა 1,024,000 ლარის 73,200 კგ რუსულ თაფლს იყიდის!!!

უღრმესი მადლობა ფერმერს, ქალბატონ ელისო ღვინიაშვილს ამ თემის წამოწევისათვის. სატენდეტო დოკუმენტაციის გადამოწმება თითოეულ თქვენგანს სტუმრის სტატუსითაც შეუძლია https://tenders.procurement.gov.ge/login.php -ზე კოდით CON180000093. ეს არის სამარცხვინო ფაქტი! მთავრობისთვის სამარცხვინო ფაქტი პირველ რიგში! საქართველოს მთავრობა 2019 წლის განმავლობაში 1,024,800 ლარი ღირებულების 73,200 კგ რუსულ თაფლს კილოს 14 ლარად იყიდის. ეს მაშინ, როცა მეფუტკრეობის დარგი რეალურად ცუდ დღეშია და ათობით ტონა თაფლი ჩაწოლილია ადგილობრივი …

განაგრძე კითხვა »