ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

AGRO EXPO 2018: ფოტოკოლაჟი და შეფასებები

სამი დღე ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი. რატომ?

 

  1. ყოველ წელს დავდივარ ექსპო ჯორჯიაში ამ AGRO EXPO გამოფენაზე და წელს რომ იყო ასეთი უდღეური და უსახური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში ჯერ არ ყოფილა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესი ხდება;

 

  1. ქართული ნაწარმის / კომპანიების სტენდები იყო ტირილი მოგინდებოდა ადამიანს. ფოტოები ნახეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ. და ეს ქართული პროდუქციის “ზონა”-ც კი ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზებით გაკეთდა (მადლობა მას და ბოდიში, რომ სახელი ვერ გავიხსენე ზუსტად);

 

  1. მე მესმის, რომ ბიზნესია და არ ვითხოვ არანაირ შეღავათს არასოდეს, მაგრამ ექსპო ჯორჯიას ფასები აქვს “მფრინავი” შედეგს კი აშკარად ვერ დებს! ყოველ შემთხვევაში ადგილობრივ მწარმოებლებს აშკარად არ უღირთ მასში მონაწილეობა!

 

სამი დღე ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი. რატომ?…1. ყოველ წელს დავდივარ ექსპო ჯორჯიაში ამ AGRO…

Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 24 ნოემბერი, 2018