ერთი ახალი ბათუმელი, „იმაზე“ აყვავებულს რომ ვეძახით, კლასელს ებლატავება: -მაგარი ქალი ავაგდე ჭო გუშინწინ. -მერე? -წევყვაი ჭო და მაგარი ზმანები ვუყიდე. -მერე? -ისე მომაწონა თავი, ისე მომაწონა, შემიყვარდა ჭოოო. -მერე? -წევედი და ოროთახიანი ბინა ვუყიდე, გაწყობილი გასისინებული. -მერე? -მერე ჭო გამევიარეთ ავტობაზარზე და ორი წლის X5-იც ვუყიდე. -მერე-მერე? -მერე წევედით და რესტორანი დავხურე, ლაფშამ რომ ქნა კინოში ისე. -მერე ჭო, …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
საჩუქარი ტურისტებს: ფართოდ გახელილი თვალები …
წარმოიდგინეთ … მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ჩადიხართ ქვეყანაში და პირველივე სიურპრიზი მესაზღვრის ღიმილიანი დახვედრა და თან საჩუქარი … თან როგორი საჩუქარი … ნაღდი ქართული ღვინო … აი ასე ხვდება ყოველ საერთაშორისო სტუმარს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეორედ და ასე დადებითად აცნობს ქვეყანას ჯერ კიდევ საზღვართან მყოფ ტურისტს. და რას შვება თვალებგაფართოვებული სტუმარი? რა თქმა უნდა აღფრთოვანებას ვერ მალავს, იღებს სმარტფონს, იღებს …
განაგრძე კითხვა »ფეხს ვერ გასძრავთ თუ … ილია ჭავჭავაძე
“ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 თქმა ერთია, გაკეთება მეორე … „წარმატების ფორმულის“ მქადაგებელთა უმრავლესობა ან რეალურად თავისი გამოცდილებიდან, ანდა თითიდან გამოწოვილი ზღაპრების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ შენ ოღონდ მოინდომე და სამყარო შენს ირგვლივ დაიწყებს ბრუნვასო … თქვენ რისი გჯერათ?
განაგრძე კითხვა »ნამძინარევი მიხო …
ღამის 4 საათზე ღრმად ჩაძინებულ მიხოს კარებზე ბრახუნი აღვიძებს. მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება: -რომელი ხარ? -ჟან კლოდ ვან დამი! -ახლა გამოვალ და ოთხივეს დედას გიტირებთ! -გასძახა მიხომ 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონია
ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონის წოდება მიენიჭა! ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონია! ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურმანიძე კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად გუშინ აღიარა! მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, ოქრო კი უკრაინელმა მოიგო. თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა. ვულოცავთ ირაკლის და თითოეულ გულშემატკივარს. ეს დიდი გამარჯვებაა!
განაგრძე კითხვა »საგანგაშო: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივლისი 2015
ქართველს ის უფრო აფიქრებს რა დალიოს, სად დალიოს და რამდენი დალიოს და არა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, მაგრამ ხანდახან მაინც ჯობია მიმოვიხედოთ და დავინახოთ რა ქაქში ზის ეს ქვეყანა … უკვე დაიწყო საუბარი თუ რა რთული შემოდგომა ელის ლარს. როგორ გგონიათ საიდან ეს ვარაუდები? გგონიათ ყველაფერი მართლა თითიდან გამოწოვილია? არამც და არამც! ასეთი პროგნოზების გაკეთება რთული არ არის თუ იცი რას უყურო. …
განაგრძე კითხვა »მოსამართლე აჩმახებს …
სასამართლო პროცესია. ხევსურს კაცის კვლაზე ასამართლებენ. მოსამართლე ბრალდებულს კითხვით მიმართავს: -რატომ მოკალი დაზარალებული? -აჩმახებდა და მიტომა! -გაიმეორე რა თქვი? -ბატონო მოსამართლევ, ახლა შენც აჩმახებ! ** სურათზე ხევსურის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »GeoVino.de – ქართული ღვინოების და დელიკატესების ონლაინ კომერციის პლატფორმა
თქვენ გაიხარეთ მეგობრებო ისე მე რომ მიხარია ხოლმე როცა მსგავს ძალიან მაგარ რამეს აღმოვაჩენ. ამ რამოდენიმე დღის წინ გერმანიაში სტუმრად მყოფმა ჩვენებურმა ქალბატონმა – მანანა ამბროლაძემ იქვე დახლზე აღმოჩენილი ქართული პროდუქტების სურათებთან ერთად ერთი საინტერესო ვებსაიტის მისამართი მომაწოდა. რა თქმა უნდა მაშინვე ჩავუჯექი, დავათვალიერე, გერმანულის ჩემი ცოდნაც გამოვიყენე და ჰოი საოცრებავ … თურმე ჰამბურგში უკვე 5 წელია არსებობს და ვითარდება …
განაგრძე კითხვა »მოძრაობა kar.ge: ახალი ბრენდ პლატფორმა და ახალი ლოგო
დღეს დიდგორობაა! გილოცავთ! და მნიშვნელოვანია მომენტია ჩვენთვის … ვინაიდან გადავწყვიტეთ მოძრაობა kar.ge-ს ახალი ლოგოს შექმნა გამცნოთ. ეს „წარდგენა“ არამც და არამც არ არის მხოლოდ შემდეგი შეკითხვის დასმა: „მოგწონთ თუ არა ლოგო?“. მე მინდა გიჩვენოთ თუ როგორ შეესაბამება ეს ახალი ლოგო kar.ge მოძრაობის ახალი ბრენდ პლატფორმა, რომელიც რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად შემუშავდა. ლოგოს შემუშავება ძალიან სათუთი პროცესია და სათანადო …
განაგრძე კითხვა »თქვენ როგორი სტაფილო გნებავთ?
სამი ქალბატონი სტაფილოს საყიდლად დგას რიგში. -მე მსხვილ-მსხვილი და მოკლეები ამიწონეთ. ეუბნება პირველი გამყიდველს. -მე პირიქით, -ამბობს მეორე. წვრილები და გრძელები ამიწონეთ. -თქვენ როგორი გნებავთ? ეკითხება გამყიდველი მესამეს? -სულერთია, ბორშისთვის მინდა.
განაგრძე კითხვა »