ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
kar.ge ლოგო

მოძრაობა kar.ge: ახალი ბრენდ პლატფორმა და ახალი ლოგო

დღეს დიდგორობაა!

გილოცავთ!

და მნიშვნელოვანია მომენტია ჩვენთვის … ვინაიდან გადავწყვიტეთ მოძრაობა kar.ge-ს ახალი ლოგოს შექმნა გამცნოთ. ეს „წარდგენა“ არამც და არამც არ არის მხოლოდ შემდეგი შეკითხვის დასმა: „მოგწონთ თუ არა ლოგო?“. მე მინდა გიჩვენოთ თუ როგორ შეესაბამება ეს ახალი ლოგო kar.ge მოძრაობის ახალი ბრენდ პლატფორმა, რომელიც რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად შემუშავდა.

ლოგოს შემუშავება ძალიან სათუთი პროცესია და სათანადო ყურადღებას ითხოვს. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე პირველ ეტაპზე შემუშავდა kar.ge-ს ბრენდის პლატფორმა, რომლისგანაც გამომდინარეც დაისვა ამოცანა დიზაინერისათვის და დაიწერა ე.წ. ბრიფი. ეს ლოგო ძალიან მაგარი დიზაინერის ნახელავია, რომელსაც თავის დროზე წარმოგიდგენთ. მას ასევე გადაეცა ლოგოს საფუძველზე დასამზადებელი დიზაინერული ნამუშევრების სრული ჩამონათვალი, რომ მას სრულად წარმოედგინა ახალი ლოგოს მომავალი გამოყენების პერსპექტიული გარემოებები. მას სპეციალურად თავმოყრილი სურათების და პოსტერების ნაკრებიც კი გადავეცი, რომ ეგრძნო ეგრძნო თუ რა ემოცია გვინდოდა წამოსულიყო საბოლოო ნამუშევრისგან.

პირველ ეტაპზე შემუშავდა ლოგოს 7 განსხვავებული კონცეფცია, რომელთა მე გადავხედე და 6 მათგანი შიგა წრისათვის საჩვენებლად შევარჩიე. პირველი განხილვის შემდეგ სამი დარჩა. ეს სამი kar.ge მოძრაობის მხარდამჭერებმა განიხილეს დახურულ ჯგუფში [FB ჯგუფი 486]. სამი ესკიზიდან დარჩა ორი ისეთი, რომელიც ბოლომდე პასუხობდა ბრენდის კონცეფციის ყველა მოთხოვნას, იმ ორიდან კი საბოლოოდ ავარჩიეთ ერთი. ვამაყობ, რომ პროცესი სწორად წარიმართა. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა.

რა ემოცია და აზრი გვინდა, რომ გადავცეთ ამ ლოგოთი?

  1. kar.ge პირველ რიგში სახალხო მოძრაობაა. ეს მოძრაობა თვალნათლივ შეიმჩნევა ლოგოზე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობის მანიშნებელი ბილიკით;
  2. kar.ge თავისი ბუნებით საპროტესტო მოძრაობაა. ეს აშკარად ჩანს მუშტის ვიზუალში, რომელიც კედელს ანგრევს. ამ ელემენტში ჯიხვის რქაც შეიძლება დაინახო, რომელიც სიჯიუტესთან ასოცირდება;
  3. kar.ge ქართული მოძრაობაა. ეს აშკარად ჩანს იმაში, რომ მუშტი, იგივე ჯიხვის რქა ქართულ ორნამენტის ასოციაციასაც იწვევს;
  4. kar.ge-ს ლოგოში იკვეთება ლათინური K სიმბოლო. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია სამომავლოდ დამოუკიდებლად გამოსაყენებლად [სავაჭრო ნიშანი K];
  5. kar.ge ლოგოს ელემენტია დომენი, რაც ასევე მნიშვნელოვანია;

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ახალი ბრენდ პლატფორმის და ლოგოს ინტეგრირება მოხდეს ვებსაიტზე და დამზადდეს სათანადო მასალები.

გადახედეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂