ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ვახტანგ გორგასალი იყო ის მეფე, რომელმაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. სწორედ მის დროს დაარსდა ქართლში კათალიკოსის თანამდებობა; სწორედ მის დროს მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა და სწორედ მის დროს ქართლის პირველი კათალიკოსი გახდა პეტრე კაპადოკიელი. და ეს ასე მოხდა … პეტრე კაბადოკიელის კათალიკოსად კურთხევასთან დაკავშირებით ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიის იმპერატორსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხოვნით მიმართა. თუმცა ეს …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
კაცხის სვეტი მსოფლიოს 20 ყველაზე უცნაურ მონასტერს შორისაა
რას არ მოიფიქრებენ რედაქტორები, რომ აუდიტორია მიიზიდონ … მათ იციან როგორც რეაგირებს ადამიანი როცაა „თავისას“ ხედავს … ჩვენც წამოვეგეთ ანკესს … ნახეთ სტატია lolwot-ზე და დაათვალიერეთ მსოფლიოს სხვა 19 უცნაური მონასტერი. კაცხის სვეტი – შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. ასეთი რამ როგორ ააგეს?
განაგრძე კითხვა »The Independent: ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება
კიდევ ერთი ძალიან მაგარი აღიარება … ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ორი ქართული ღვინო 13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოთა შორის აღიარა … რას არ მოიფიქრებენ … ნარინჯისფერი [orange] ღვინოები როგორც ჩანს განსაკუთრებული რამაა. პირველ ადგილზე თბილღვინოს ქვევრის ღვინოა, მე-10-ზე კი რამაზ ნიკოლაძის 2013 წლის ცოლიკოური. ორიგინალი სტატია ნახხეთ აქ.
განაგრძე კითხვა »საქმე, რომელიც „შენია“ … ილია ჭავჭავაძე
“ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 დიდი ბედნიერებაა იპოვო საქმე, რომელიც შენია! ადამიანთან დიდი ნაწილი ისე გაწურავს მისთვის გამოყოფილ წლებს, რომ ამ ბედნიერებას ვერ პოულობს, მაგრამ ვინც პოულობს უფრთხილდება კი? ან როგორ უნდა მოუფრთხილდე? წლების მანძილზე მე ბევრ კონკრეტულ ინიციატივაში/პროექტში მიმიღია მონაწილეობა. უმეტესობა მათგანი დროებითი იყო. ისინიც კი, რომლებიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაინც დროებითი გამოდგა. ზოგი კონკრეტულ …
განაგრძე კითხვა »გლეხი VS ფერმერი
ქართული სოფელი აუღებელი ციხეა! არაეფექტურობა, არაეფექტიანობა, ჩამორჩენილობა და კიდევ ბევრი მიზეზია იმისა, რომ ქართული სოფელი ნელა ვითარდება. თუმცა, სანამ ამ თემაზე გავაგრძელებ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოგიყვეთ თუ როგორ დანერგა ფრიდრიხ დიდმა [პრუსიის მეფე მე-18 საუკუნეში] პრუსიის გლეხობაში კარტოფილის მოყვანა. ფრიდრიხ დიდს იმდენად სჯეროდა კარტოფილის სარგებლიანობისა, რომ ყველგან კარტოფილს არიგებდა და თან თავისი ხელით. რეალური პრობლემა იმაში იყო, რომ გერმანელებმა …
განაგრძე კითხვა »რა არის კოოპერატივი?
ეს ვიდეო მარტივად, გასაგებად, სახალისოდ და რაც მთავარია სულ რაღაც 1 წუთში აგიხსნით თუ რა როლი აქვთ თანამედროვე კოოპერატივებს ქართული სოფლის განვითარებაში და რა არის საჭირო მის შესაქმნელად. არ გეგონოთ სსრკ-ს დროინდელ დრომოჭმულ კონცეფციაზე გესაუბრებოდეთ. საუბარია თანამედროვე ფერმერულ კოოპერატივებზე, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გარდატეხის მოხდენა ქართულ სოფელში. ENPARD პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ გარდატეხას ისახავს მიზნად. მაგალითად ეს არის თორნიკე, მცირე ზომის …
განაგრძე კითხვა »ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო
ჩემო მეგობრებო, ჩვენ პარტნორების მუდმივ ძიებაში ვართ, მით უმეტეს, როცა kar.ge მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო აქტიურდება. ყველა ის ადამიანი, ორგანიზაცია თუ პროექტი/პროგრამა, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ რამეს აკეთებს ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს და თემატურად ახლოსაა kar.ge-ს საქმიანობასთან არის ENPARD. ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 …
განაგრძე კითხვა »ფული და უფულობა … ილია ჭავჭავაძე
“უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 სადაო არაფერია, ეკონომიკური თავისუფლება ყველანაირი თავისუფლების სათავეშია. მაშინ დგახარ მყარად, როცა ფული გაქვს. ვინც რა უნდა “ტვინის მასაჟი” ჩაგიტაროს გინდა არ გინდა ასეა! ეკონომიკური თავისუფლება კი დგება მაშინ, როცა მეტი შემოგდის, ვიდრე გაგდის. ეს ასეა შენს, ჩემს, ბიზნესის, ოჯახის და ასევე ქვეყნის შემთხვევაში. საქართველო კი …
განაგრძე კითხვა »რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს?
სულ 3,7 მილიონზე ოდნავ მეტი დავრჩით საქართველოში. საზღვარგარეთ რამდენი ვართ ქართველები? მადლობა IDFI-ს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოითხოვა დიასპორის სამინისტროსგან და შემდეგ თავის ბლოგზე საჯარო გახადა. ეს 2015 წლის მონაცემებია. საერთო ჯამში გამოდის, რომ საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება ანგარიშში მოყვანილი 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში. თუმცა მიკვირს ირანში, ფერეიდანში მაცხოვრებლები როგორაა …
განაგრძე კითხვა »ცინცხალი არქეოლოგიური აღმოჩენები დმანისში
ასეა … თუ გინდა რამე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთო, რამე სხვა უნდა აკეთო და გზაში შეიძლება გამოჩხიკნო რამე … თხარო, თხარო და გამოთხარო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხშირად ვხედავ ამ ჭეშმარიტების დასტურს. ასე მოხდა ეხლაც, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე სამუშაოებისას შემთხვევით აღმოუჩენიათ ეს ნამოსახლარები და სამაროვნები. დავინტერესდი რას ნიშნავს „სამაროვნები“. თურმე სამაროვან ყოფილა სამარხი, სადაც ვინმე VIP-ს მარხავდნენ და შიგ ჩაატანდნენ …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE