ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საქმე, რომელიც შენია

საქმე, რომელიც „შენია“ … ილია ჭავჭავაძე

“ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა”

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

დიდი ბედნიერებაა იპოვო საქმე, რომელიც შენია! ადამიანთან დიდი ნაწილი ისე გაწურავს მისთვის გამოყოფილ წლებს, რომ ამ ბედნიერებას ვერ პოულობს, მაგრამ ვინც პოულობს უფრთხილდება კი? ან როგორ უნდა მოუფრთხილდე?

წლების მანძილზე მე ბევრ კონკრეტულ ინიციატივაში/პროექტში მიმიღია მონაწილეობა. უმეტესობა მათგანი დროებითი იყო. ისინიც კი, რომლებიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაინც დროებითი გამოდგა. ზოგი კონკრეტულ შემოსავალზე იყო ორიენტირებული, ზოგი რეპუტაციის მოპოვებაზე, ზოგიც კი უბრალოდ მომიწია მეკეთებინა.

მაგრამ საქმე, რომელსაც ბოლო 6 თვეა მივუყვები, ზუსტად ის საქმეა, რომელიც საშუალებას მაძლევს სრულად დავხარჯო ჩემი ცოდნა და უნარები. ეს kar.ge საქმეა. kar.ge მოძრაობაში ტემპი ავიღეთ და მიუხედავად დიდი ცდუნებებისა მაქსიმალურად ვცდილობ არ გადავუხვიო განსაზღვრულ სტრატეგიას, არ შევანელოთ ტემპი და არ გავიშალოთ ზედმეტად ისე, რომ მერე აღებული ტვირთი ვეღარ გავწიოთ. განვმარტავ, რომ სიხისტე საჭიროა სტრატეგიაში, ხოლო ტაქტიკასა და მეთოდებში მოქნილობის გარეშე ფონს ვერ გახვალ. სწორედ ასე ვაპირებთ არ მივედოთ ღობე-ყორეს და დაჟინებით ვიაროთ არჩეული მიზნის მიმართულებით.

თქვენ თუ გაქვთ ნაპოვნი საქმე, რომელიც „თქვენია“?