kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს და სწორედ იქ გადაღებულ ფოტოებს გაჩვენებთ ქვემოთ. ყველა ეს ბრენდი თქვენთვის კარგად ნაცნობია. მინდა მოკლედ ავხსნა რატომ მიხარია ასე უცხოურლ დახლზე ქართლი პროდუქტის აღმოჩენა … მიზეზი მარტივია: საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან …
განაგრძე კითხვა »ექსპორტი
იამაყეთ! ფილადელფია, აშშ და ქართული პროდუქტები დახლზე
დღეს ერთ-ერთი ანგარიში ვნახე, სადაც მსოფლიო მასშტაბით შეფასებული იყო საქართველოს განათლების სისტემა 15 წლის ახალგაზრდების უნარების მიხედვით. კვლევა სპეციალურად ჩაატარეს, რომ მოახდინონ მომავალი განვითარების პროგნოზირება მსოფლიოში. და საქართველოს “საპატიო” 59-ე ადგილი ეჭირა, მყარი პოზიცია უპერსპექტივოთა შორის … დაივიწყეთ ყოველგვარი განათლება და შესაბამისად ქვეყნის განვითარება თუ ქართული პროდუქტები არ დაფასდა მინიმუმ საქართველოს მოსახლეობის მიერ. ქართული უნდა ვიყიდოთ! ქართული უნდა ექსპორტზე გავიტანოთ …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! სიდნეი, ავსტრალია, თბილღვინო, თამადა და …
ექსპორტი „წმინდა“ საქმეა! – არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ. და განსაკუთრებით გამიხარდა როცა ასეთი რამ ვნახე: როგორც ჩანს თბილღვინო და ბრენდი თამადა აქტიურად მუშაობენ ავსტრალიურ ბაზარზე. არ ვიცი ციფრები, არ ვიცი რა გაყიდვები აქვთ, მაგრამ რასაც ვხედავ მომწონს: ვებსაიტი – http://www.tamada.com.au/, რომელიც სპეციალურად ავსტრალიური ბაზრისთვისაა შექმნილი .au დომენზე. საიტი ფრიად ინფორმატიულია და გემოვნებიანია; Facebook გვერდი, რომელიც სწორედ რომ ავსტრალიურ ბაზარზე სამუშაოდ …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ნიუ-იორკში georgia’s Natural-ის მურაბები იყიდება
kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. დღეს კომპანია – georgia’s Natural -ის ამერიკულ დახლზე არსებობის უტყუარ დადასტურებას წარმოგიდგენთ. ამ მომენტში ხათუნასგან მურაბების სურათი მივიღე. აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე! იამაყეთ ქართულით! ჩვენ კიდევ გვაქვს ბლომად მიღებული …
განაგრძე კითხვა »თუ ხურმის ჩირის წარმოება გაქვთ და ჰოლანდიაში ექსპორტი გაინტერესებთ, აჰა შანსი!
როდესაც პირველად ხურმის ჩირის ექსპორტის თემაზე გიორგი ჰოლანდიიდან შემეხმიანა, სათქმელი ბევრი არაფერი მქონდა … მაშინ kar.ge წესიერად ამოქოქილიც კი არ იყო და მხოლოდ ვემზადებოდით ასე ვთქვათ „თავის გამოსაყოფად“. ამიტომ დაგროვილი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული, სულ 2 მეწარმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შევძელი. გასულ კვირაში დამიკავშირდა და ჰოი საკვირველებავ: თურმე შეუტანია კიდეც ხურმის ჩირის საცდელი პარტია, შეუფუთია კიდეც, დახლზეც დაუდია და …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! Sydney-ში “აღმოჩენილი“ ქართული პროდუქტებით
kar.ge სტატისტიკის მიხედვით საიტის სტუმრების დაახლოებით 15% მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ქართველები არიან. ძალიან მახარებს, რომ რამოდენიმე მათგანი უკვე გამოეხმაურა kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს და უკვე მომაწოდა იქ დახლზე დადებული ქართული პროდუქტების სურათები. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეს ირინას, რომელიც Sydney-ში ცხოვრობს. …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ნიუ-იორკში Golden Fleece-ის პროდუქცია იყიდება
ჩემო კარგებო, kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ კომპანიას – MTSKHETA FOOD COMPANY, რომელიც პროდუქციას მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზარში აწარმოებს, მაგრამ ნიუ იორკში კი ყიდის. სურათების მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ კომპანიის ინტერნეტ საიტი ვერ აღმოვაჩინე. ეტიკეტზედ კი gmail მისამართი აქვთ მითითებული. ტყემალი აჯიკა …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება
სულ სხვა გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში სტუმრად მყოფს სუფრაზე შენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს დააგახვედრებენ სუფრაზე. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელმაც აზერბაიჯანში საქმიანი მივლინებისას შანსი ხელიდან შანსი არ გაუშვა და ეს საინტერესო სურათი გამოგვიგზავნა. როგორც გავარკვიე ნატახტარის პროდუქცია ბლომად გადის აზერბაიჯანში და მშვენივრად იყიდება კიდეც. მრავალი ფაქტორი ეხმარება გაყიდვებს. მათ შორის ქართულობა და ხარისხი წამყვანია! აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ნიუ-იორკში GEORGIAN NECTAR-ის პროდუქცია იყიდება
რა ახარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ქართველობას? რა ახსენებს მათ საქართველოს? რა განსაკუთრებული გზა არსებობს საიმისოდ, რომ 6-ვე გრძნობის ორგანოთი შეიგრძნო ის რაც “შენია” იქ, საკუთარი ქვეყნისგან შორს? რა თქმა უნდა ექსპორტზე გატანილი ქართული პროდუქტი, რომელსაც დახლზე აღმოაჩენ! დღეს “დაიპყრო დახლი” სუპერმარკეტში იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე “წაგლიჯო” ერთი გოჯი მიწა მეზობელ ქვეყანას! ნუ შემედავები!, ეს ასეა და ამის დასადასტურებლად შემდეგი …
განაგრძე კითხვა »