ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული პროდუქტები

იამაყეთ! ფილადელფია, აშშ და ქართული პროდუქტები დახლზე

დღეს ერთ-ერთი ანგარიში ვნახე, სადაც მსოფლიო მასშტაბით შეფასებული იყო საქართველოს განათლების სისტემა 15 წლის ახალგაზრდების უნარების მიხედვით. კვლევა სპეციალურად ჩაატარეს, რომ მოახდინონ მომავალი განვითარების პროგნოზირება მსოფლიოში. და საქართველოს საპატიო 59-ე ადგილი ეჭირა, მყარი პოზიცია უპერსპექტივოთა შორის …

დაივიწყეთ ყოველგვარი განათლება და შესაბამისად ქვეყნის განვითარება თუ ქართული პროდუქტები არ დაფასდა მინიმუმ საქართველოს მოსახლეობის მიერ.

ქართული უნდა ვიყიდოთ! ქართული უნდა ექსპორტზე გავიტანოთ და აქ ვალუტა შემოვიტანოთ! სწორედ ამიტომ დიდი მადლობა ლაშას კიკვიძეს, რომელმაც ფილადელფიიდან ქართული პროდუქტების სურათები გამომიგზავნა. დაათვალიერეთ და მიხვდებით რა არის ნაღდი ქართული საქმე! ესეც ნახეთ – კამპანია “დაიპყარი მსოფლიო” …

 

georgian_products_phili (1)

georgian_products_phili (2)

georgian_products_phili (3)

georgian_products_phili (4)

georgian_products_phili (5)

georgian_products_phili (6)

georgian_products_phili (7)

georgian_products_phili (8)

georgian_products_phili (9)

georgian_products_phili (10)

georgian_products_phili (11)

 

 

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

დაიპყარით მსოფლიო!