ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ექსპორტი

მილდიანი, ბადაგონი, ახაშენი, ხვანჭკარა – ქართული ღვინო ბერლინში

ქართული ღვინო ბერლინში

მილდიანი, ბადაგონი, ახაშენი, ხვანჭკარა – ქართული ღვინო ბერლინში კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს. ესენი Ledo Market-ში გადაღებული ფოტოებია, სადაც ქართული ღვინოები არა მხოლოდ აღმოაჩინა არამედ შეიძინა კიდეც. დიდი მადლობა ანა!

განაგრძე კითხვა »

„რუსული“ ჩურჩხელა. ანუ რეალურად სად გვართმევენ ქართველობას …

ჩურჩხელა

Устами сахарными: 8 недооценённых российских сладостей – ვაი ამათ პატრონს თუ ჰგონიათ, რომ რახან ერთ ცინგლიან საიტზე დაწერენ, იმიტომ აღიარებს მსოფლიო … ალბათ არც უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება რომ არა ის ფაქტი, რასაც ხშირად აქვს ადგილი: ქართული ბრენდების მითვისება მსოფლიო მასშტაბით ვაიბიზნესმენების მიერ … განსაკუთრებით სომხებისა და რუსების მიერ. ამ თემას კიდევ ბევრჯერ შევეხებით და ქართველობის წართმევის [ხომ ხედავთ, ბრჭყალებშიც არ …

განაგრძე კითხვა »

საირმე, ნაკადული, ბორჯომი, ნაბეღლავი და ნატახტარი ბერლინში

საირმე, ნაკადული, ბორჯომი, ნაბეღლავი და ნატახტარი ბერლინში

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების ბერლინიდან მოწოდებისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა!   საირმე ნაკადული ბორჯომი ნაბეღლავი ნატახტარი თქვენ ყველას იცნობთ!   ძალიან მიხარია, როცა ქართული ბრენდები საზღვარგარეთ იყიდება. ექსპორტი „წმინდა“ საქმეა. ამ საქმეს ვალუტა შემოაქვს, რომელიც პირდაპირ ხმარდება …

განაგრძე კითხვა »

kula-ს ტყემლები და bio წვენები ბერლინში

kula-ს ტყემლები და bio წვენები ბერლინში

უღრმესი მადლობა ჩვენს თანამემამულე ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების ბერლინიდან მოწოდებისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! ესეც ჩვენი რუბრიკის – “დაიპყარი მსოფლიო” გაგრძელება 🙂   kula-ს ვინ არ იცნობს … ქართველი მომხმარებელს ხომ ძალიან უყვარს ამ ბრენდის პროდუქტები … გარდა ამისა 26 ქვეყანაშიც …

განაგრძე კითხვა »

სიმინდის ზეთი – ექსპორტის შესაძლებლობა

სიმინდის ზეთი,ესპორტი

kar.ge-ს დაუკავშირდა დაინტერესებული პირი, რომელიც მზადაა ექსპორტზე წაიღოს 400 ტონამდე სიმინდის ზეთი თვეში. ზეთი უნდა იყოს ხარისხიანი, წარმოებას კი უნდა ჰქონდეს ISO სერტიფიკატი. ექსპორტიორი თვითონ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. პროდუქტი სასურველია იყოს სამ ლიტრიან შეფუთვაში. თუ იქნა რეალური წინადადებები და თუ შეთანხმდებით ფასსა და სხვა პირობებზე – ყოველ თვე შესყიდული იქნება 300-400 ტონის ფარგლებში.   სიმინდის ზეთის გარდა შესაძლებელია სხვა პროდუქტებით დაინტერესება. …

განაგრძე კითხვა »

ხოხბის ცრემლები – აშშ, Overland Park, Kansas

ხოხბის ცრემლები

წარმოიდგინეთ … მოგზაურობ აშშ-ში, მოხვდი კანზასის შტატის ქალაქ ოვერლანდ პარკში, შედიხარ სუპერმარკეტში და … დახლზე შემოგეფეთება ქართული ღვინო, რომლის დიდი ნაწილიც უკვე გაყიდულია … თან რა ღვინო – ხოხბის ცრემლები … ისეთი სახელი აქვს დალევა რომ უკვე მოგინდება, ალბათ უზომოდ დალევაც  … ალბათ განსაკუთრებული შეგრძნება უნდა იყოს … დიდი მადლობა ბნ. პაატა მამისაშვილს, რომელმაც მოგზაურობისას ეს ფოტოები ტელეფონით გადაიღო და …

განაგრძე კითხვა »

[ყალბი?] ქართული ბრენდები ბერლინში მდებარე რუსულ სავაჭრო ობიექტში

ქართული ბრენდები

გერმანიიდან რომ რუსულ მაღაზიაში გადაღებული ქართული პროდუქტის სურათი მომდის უკვე განსაკუთრებული გულისფანცქალს იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ დიდი შანსია სულაც არ იყოს საქართველოში წარმოებული და მხოლოდ ეტიკეტზე ეწეროს ქართულად, ან ისიც არ ეწეროს. არ ვსაუბრობ პროდუქტის ხარისხზე,  მაგრამ ქართული ბრენდების ასეთი „ექსპლუატაცია“ ნამდვილად არ აკეთებს ქართულ საქმეს. აი კიდევ რამოდენიმე სურათი, რომლებისათვის დიდი მადლობა ჩემს ბიძაშვილს – მაია აბდალაძეს. სურათები ბერლინში …

განაგრძე კითხვა »

სერიიდან „მწარე რეალობა“

ამ “სიამაყეს” რუსული პროდუქტების მაღაზიაში კვიპროსში, ბერძნულ ნაწილში, ქალაქ ლიმასოლში მცხოვრები ჩვენებური, ქ-ნი ეკატერინე ტაბატაძე წააწყდა … და სურათი გამოგვიგზავნა. დიდი მადლობა მას. მე მგონია, რომ კარგის აფიშირებასთან ერთად kar.ge-ზე უნდა წარმოვაჩინოთ ის ცუდიც, რაც ხდება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. და ეს ნამდვილად ცუდი ფაქტია! მე არ ვიცი რა ღვინოა ეს. მე არ ვიცი ღვინო, რომელიც საქართველოში სტალინის ეტიკეტით …

განაგრძე კითხვა »

რუსული პროდუქტი, ჰო აბა?!

რუსული პროდუქტი, ჰო აბა?!

ბევრი ვიფიქრე რა ტესტით „შემემკო“ ეს პოსტერი … და დავტოვე უკომენტაროდ … კომენტარები თქვენ მიაწერეთ ქვემოთ … არ ვიცი სადაა გადაღებული, არ ვიცი ვინ გადაიღო, მაგრამ ვიცი ერთი: წინანდალი, ალაზნის ველი, საფერავი და ქინძმარაული არაა რუსული პროდუქტები …

განაგრძე კითხვა »

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

დიდი მადლობა მაია აბდალაძეს, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ღვინო შეიძინა თავის სტუმრებისათვის გერმანიაში, არამედ ფოტოებიც გამომიგზავნა kar.ge-ზე გასათავსებლად. კორპორაცია ქინძმარაულის მიერ წარმოებული ეს საფერავი გერმანიაში იმპორტირებულია Weinhous GRUSIGNAC -ის მიერ. აშკარაა, რომ ეს ღვინო სპეციალურად გერმანული ბაზრისთვისაა დამზადებული. ეტიკეტი მთლიანად გერმანულ ენაზეა. კომპანიის საიტიც ფრიად ინფორმაციულია და როგორც ჩანს ინტერნეტ გაყიდვებიც აქვთ. საიტზე ღვინოებიც და ფასებიც მითითებულია. უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: ნუ …

განაგრძე კითხვა »