ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
NY

იამაყეთ! ნიუ-იორკში Golden Fleece-ის პროდუქცია იყიდება

ჩემო კარგებო,

kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ კომპანიას – MTSKHETA FOOD COMPANY, რომელიც პროდუქციას მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზარში აწარმოებს, მაგრამ ნიუ იორკში კი ყიდის. სურათების მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ კომპანიის ინტერნეტ საიტი ვერ აღმოვაჩინე. ეტიკეტზედ კი gmail მისამართი აქვთ მითითებული.

ტყემალი

ტყემალი

აჯიკა

აჯიკა

კაკლის მურაბა

კაკლის მურაბა

მოცხარის და ალუბლის მურაბები

 მოცხარის და ალუბლის მურაბები

გუდის ყველი

გუდის ყველი

 

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

 

PS

kar.ge-ზე მიმდინარეობს კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო!”. მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათი [რამოდენიმე, ყველა მხრიდან] და გამომიგზავნეთ. თქვენს სურათს და მოწოდებულ ინფორმაციას ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებთ.