ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
kula-ს ტყემლები და bio წვენები ბერლინში

kula-ს ტყემლები და bio წვენები ბერლინში

უღრმესი მადლობა ჩვენს თანამემამულე ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების ბერლინიდან მოწოდებისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! ესეც ჩვენი რუბრიკის – “დაიპყარი მსოფლიო” გაგრძელება 🙂

 

kula-ს ვინ არ იცნობს …

ქართველი მომხმარებელს ხომ ძალიან უყვარს ამ ბრენდის პროდუქტები …

გარდა ამისა 26 ქვეყანაშიც გადის ექსპორტზე …

მათ შორის გერმანიაშიც…

და აი დასტური ამ ფოტოებზეა!

ვიამაყოთ ქართული პროდუქტებით!

და ვიყიდოთ ისინი სადაც არ უნდა შეგხვდნენ!

 

უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში! ყიდულობ ქართულს? ე.ი. ასაქმებ ამ ქვეყნის მოქალაქეს, აძლიერებ ჩვენებურ ბიზნესს და აძლიერებ ჩვენს სახელმწიფოს! დაიმახსოვრეთ ეს!