ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ქართულია & kar.ge-ა

მარადიდი – უგემრიელესი ჩაი აჭარიდან

მარადიდი

ქართულია & kar.ge-ა! მე ჩაის მოყვარული ვარ და ხარისხიან ჩაის ვცნობ. მარადიდი – მაღალხარისხიანი ჩაია! პირველად მარადიდი გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ გავიცანი დაახლოებით 1 წლის წინ. დღეს კი პირველად შევიძინე. 250 გრამიანი პაკეტი 5.5 ლარი ღირს გუდვილში. შავი ჩაია, არომატიანი და გემრიელი. ჩაი მოჰყავთ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში. მწარმოებელია შპს „აჭარაინვესტ-ჩაი“. ტელეფონი – 557 59 47 47. აშკარაა, რომ აქცენტი …

განაგრძე კითხვა »

არაყი ივერიონი კლასიკური

ქართულია & kar.ge-ა! არაყი ივერიონი დამზადებულია კლასიკური მეთოდით საუკეთესო ხარისხის მარცვლეულის სპირტისგან. ზოგადად არაყი 40 გრადუსიანი, ნეიტრალური გემოს მქონე უფერული სითხეა. არაყი რაც უფრო ცივია მით უფრო სასიამოვნო დასალევია. ის შეიძლება დავლიოთ როგორც თევზეულთან ასევე ხორცთან, არაყს ხშირად მიირთმევენ ხილთანაც. მას ასევე სვამენ გაზავებულს და ფართოდ გამოიყენება კოქტეილებში ანუ კოქტეილის საბაზისო ინგრედიენტიც შეიძლება ვუწოდოთ. ჩემს მიერ წარმოდგენილი არაყი ივერიონი სს …

განაგრძე კითხვა »

ნივრიანი მონადირული გერმანელი ყასაბისგან

ქართულია & kar.ge -ა ! შპს „გერმანელი ყასაბი 2010“ ქართული წარმოებაა. მათ უკვე წლებია საკუთრი ქარხანა აქვთ თბილისში, კაიროს ქუჩაზე. კომპანია ფლობს ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატს და აწარმოებს გემრიელ პროდუქტს, თუმცა მათი ყიდვა მე მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებში – კარფური, ფურშეტი, ფრესკო, ორი ნაბიჯი შევძელი. როგორც გავიგე ახლო მომავალში მარჯანიშვილის ქ. #7-ში მათი საფირმო მაღაზია იხსნება, სადაც სრული ასორტიმენტის შეძენა იქნება შესაძლებელი. …

განაგრძე კითხვა »

მითანას ხორცპროდუქტები

ხორცპროდუქტების კომპანია miTana მითანა

ქართულია & kar.ge-ა! დღეისათვის ჩემი ქართული საქმის კეთება ასე განვაგრძე 🙂 მითანას ხორცპროდუქტები ჩემი სუსტი წერტილია, მიყვარს და რა ვქნა 🙂 ამიტომაც ვინც ყველაზე დიდ ასორტიმენტს მთავაზობს მას ვემონები 🙂  ასე შემიყვარდა მითანა. 2008 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან,  როდესაც ხორცპროდუქტების კომპანია “მითანა”  გამოვიდა ქართული პროდუქტების წარმოების ასპარეზზე, ჩემი სახლის და სამზარეულოს ხშირი სტუმარია. კომპანია მითანას მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ნებისმიერი ტიპის …

განაგრძე კითხვა »

თეთრი ბლის მურაბა – რომლის გემოც ბავშვობას გაგახსენებთ

ქართულია & kar.ge-ა! შპს “Mtskheta food company”, რომლის ქარხანაც მცხეთის რაიონ სოფელ ნავაზარშია საკმაოდ გემრიელ ქართულ პროდუქციას აწარმოებს. მის მიერ წარმოებული პროდუქტები “ოქროს საწმისის” ბრენდის ქვეშ ერთიანდება. “ოქროს საწმისი”  ტკბილეულისა და ბაკალეის პროდუქტებს აწარმოებს. ქართული ორნამენტები და ლოგოები თითოეული ბანკის მთავარი ატრიბუტია. აქცენტი ქართულ ტრადიციებზე აქვთ აღებული და პირველ რიგში ეს შეფუთვაზე აისახება. შეფუთვა დახვეწილი და ჰერმეტულად დაცულია. პროდუქტები სტერილიზებულია. …

განაგრძე კითხვა »

1500 მადლობა თითოეულ თქვენგანს

მადლობა

ამ მომენტში ჩვენი ქართული & kar.ge facebook გვერდის გულშემატკივრების რაოდენობამ 1,500-ს გადააჭარბა! მადლობა თითოეულ თქვენგანს! გავაგებინოთ ყველას, რომ ძალა ჩვენშია! ჯერ სადაა …

განაგრძე კითხვა »

ბოტანიკა – 100% ნატურალური წვენი ორიგინალურ შეფუთვაში

ბოტანიკა

ქართულია & kar.ge-ა! უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ხშირად გვსტუმრობთ. სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ kar.ge-ს მოქოქვასთან ერთად მწარმოებლებიც გვიკავშირდებიან, ჰოდა ერთი შეხვედრა მქონდა გუშინ. ახლოს გავიცანი ახალი ნატურალური წვენი ბოტანიკა. გავიცანი და თავად წვენის შეფუთვა რომ გავხსენით პირი დამრჩა ღია … ასეთი რამ არ მენახა აქამდე … წვენი „ბოტანიკა“-ს შეფუთვა სიახლეა ქართულ ბაზარზე და იგი წარმოდგენილია ე.წ. Bag in Box …

განაგრძე კითხვა »

ტომატის პასტა – მარნეული

ქართულია & kar.ge-ა! ცნობილია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ კავშირშია სწორ კვებასთან, ამიტომ უპირატესობას ნატურალურ პროდუქციას ვანიჭებთ, ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია მარნეულის ტომატის პასტა, რომელიც დამზადებულია ნატურალური პომიდვრისგან, არ შეიცავს დანამატებს და არაგენმოდიფიცირებულია. აქვე დავამატებ, რომ პომიდორი უამრავ ვიტამინს შეიცავს, ის ასევე მდიდარია ლიკოპენით, ეს უკანასკნელი კი პიგმენტია რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს. ლიკოპენი პომიდვრისა და მისგან წარმოებული ყველა პროდუქტის ჯადოსნური …

განაგრძე კითხვა »

ჭარბი წონა – ავადმყოფობაა!

dieturi puri margi დიეტური პური მარგი

ქართულია & kar.ge-ა! მომიტევეთ პირდაპირობისთვის მაგრამ ზუსტად ასეა: ჭარბი წონა ავადმყოფობაა! მეც ვიყავი ავად  და ვფიქრობ რომ კვლავ არ განმიკურნავს საკუთარი თავი ამ დაავადებისგან ბოლომდე, თუმცა დაუღალავად, უშრეტი მოტივაციითა და თვითმოტივაციით ვაგრძელებ პროცესს. 2 წლის წინ 30 კილოგრამით მეტი ვიყავი, დიახ ზუსტად ამდენით, მხოლოდ მაშინ დავიწყე წონაში კლება,როცა გავაცნობიერე, რომ ვიყავი ავად, დავიწყე მკურნალობა. ყოველ საღამოს ვსეირნობდი ფეხით მინიმუმ 2 …

განაგრძე კითხვა »

სამარხვო პანეტონე (კულიჩი)

ქართულია & kar.ge-ა! დაიწყო დიდი მარხვა და თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% მარხულობს, შესაბამისად დღეს მინდა გაგაცნოთ საქართველოში დამზადებული ტკბილი სამარხვო კულიჩი, თუმცა ვფიქრობ დასახელებაში პროდუქტი კექსად, რომ ყოფილიყო მოხსენებული უკეთესი იქნებოდა. სასურველია საქართველოში წარმოებულ პროდუქტს დასახელებაც ქართული ჰქონდეს. 500 გრამიანი პანეტონე 2.80 ლარი ღირს. რაც შეეხება გემოს წააგავს არც ისე გემრიელ სააღდგომო პასკას ქიშმიშის მცირე რაოდენობით, ალბათ ცოტა სიტკბოს დამატებაც …

განაგრძე კითხვა »