ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თეთრი ბლის მურაბა – რომლის გემოც ბავშვობას გაგახსენებთ

ქართულია & kar.ge-ა!

შპს “Mtskheta food company”, რომლის ქარხანაც მცხეთის რაიონ სოფელ ნავაზარშია საკმაოდ გემრიელ ქართულ პროდუქციას აწარმოებს. მის მიერ წარმოებული პროდუქტები “ოქროს საწმისის” ბრენდის ქვეშ ერთიანდება. “ოქროს საწმისი”  ტკბილეულისა და ბაკალეის პროდუქტებს აწარმოებს. ქართული ორნამენტები და ლოგოები თითოეული ბანკის მთავარი ატრიბუტია. აქცენტი ქართულ ტრადიციებზე აქვთ აღებული და პირველ რიგში ეს შეფუთვაზე აისახება. შეფუთვა დახვეწილი და ჰერმეტულად დაცულია. პროდუქტები სტერილიზებულია.

დღეს დავაგემოვნე თეთრი ბლის მურაბა ლიმონით, რომელმაც თავისი გემოთი და არომატით ბავშვობა გამახსენა. თეთრი ბლის მურაბა არის ტკბილი, მისი გასინჯვისას შეგრძნება გაქვს, თითქოს სახლში გაკეთებულ მურაბას მიირთმევ.  მას აქვს საოცრად კარგი გემო, განსაკუთრებით უხდება ლიმონის არომატი. 380 გრამიანი შეფუთვა “გუდვილის” სავაჭრო ქსელში 6.55 ლარი ღირს. ეს ის გემო და არომატია, რომელშიც ნამდვილად ღირს 6.55 ლარის გადახდა. კომპანიას აქცენტი აქვს აღებული აწარმოოს და გამოუშვას პროდუქცია  საღებავების, კონსერვანტებისა და არომატიზატორების გარეშე.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.