ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხორცპროდუქტების კომპანია miTana მითანა
miTana მითანა

მითანას ხორცპროდუქტები

ქართულია & kar.ge-ა!

დღეისათვის ჩემი ქართული საქმის კეთება ასე განვაგრძე 🙂 მითანას ხორცპროდუქტები ჩემი სუსტი წერტილია, მიყვარს და რა ვქნა 🙂 ამიტომაც ვინც ყველაზე დიდ ასორტიმენტს მთავაზობს მას ვემონები 🙂  ასე შემიყვარდა მითანა.

2008 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან,  როდესაც ხორცპროდუქტების კომპანია “მითანა”  გამოვიდა ქართული პროდუქტების წარმოების ასპარეზზე, ჩემი სახლის და სამზარეულოს ხშირი სტუმარია.

კომპანია მითანას მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ნებისმიერი ტიპის გემოთმოყვარულს გააბედნიერებს. ხარისხი, სურნელი, გემო, ასორტიმენტი,  შეფუთვა,  ყველაფერი ჰარმონიაშია ერთმანეთთან, თან ჩემი ზედმეტად ცნობისმოყვარე ხასიათის გამო კომპანია მითანა იმ მცირერიცხოვან ქართველ მწარმოებელთა რიცხვშია, ვინც  მაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ ჩემ ცნობიერში წამოსულ კითხვაზე, ვინ არიან? სად არიან? რანი არიან? და როგორ არიან?  🙂

ჩემთვის მთავარი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში – სანდოობა და ნაცნობობაა, ვერიდები ახალს, მანამ, სანამ, არ გავიგებ შემიძლია თუ არა მის მწარმოებელს შევეხო, ნეისმიერი ფორმით (მეილი, ფეისბუქი, ვებგვერდი, ტელეფონი, მისამართი ინფორმაცია), გავურბივარ ისეთ ქართულ პროდუქტებს, რომლებიც არ ზრუნავენ ჩემზე, როგორც ერთ-ერთ რიგით მომხმარებელის ინფორმირებულობაზე, არ ზრუნავენ საკუთარი იმიჯის წამოწევაზე, მინიმუმ საძიებო სისტემებში ხომ უნდა არსებობდეს კომპანიის შესახებ რაიმე ინფორმაცია. ამისთვის მადლობა კომპანიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელმაც იზრუნა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილზე.  კიდევ მადლობა იმისთვის რომ ბაზარზე არსებობის 8 წლიანი ისრტორიის მანძილზე მათ, არ დაუგდიათ ხარისხი და პირიქით იგრძნობა ზრდა.

მხოლოდ ერთადერთი რაც მინდა, რომ ვურჩიო არ ჩამორჩეს თანამედროვეობას, გაიმყაროს პოზიციონირება ინტერნეტში, მოახდინოს რეგისტრირება საძიებო სისტემებში,  შექმნას ფეისბუქის გვერდი, გაგვაცნოს და შეგვაყვაროს თითოეული მისი დამზადებული პროდუქტი კიდევ უფრო მეტად.

და აი ჩემგან თქვენ, ქართული წარმოების გაძლიერებას, ეკონომიკის დასტაბილურებას და წინსვლას გისურვებთ. ერთად ყველაფერს შევძლებთ. თქვენი ერთგული მომხმარებელი.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.