ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
dieturi puri margi დიეტური პური მარგი
dieturi puri margi დიეტური პური მარგი

ჭარბი წონა – ავადმყოფობაა!

ქართულია & kar.ge-ა!

მომიტევეთ პირდაპირობისთვის მაგრამ ზუსტად ასეა: ჭარბი წონა ავადმყოფობაა!

მეც ვიყავი ავად  და ვფიქრობ რომ კვლავ არ განმიკურნავს საკუთარი თავი ამ დაავადებისგან ბოლომდე, თუმცა დაუღალავად, უშრეტი მოტივაციითა და თვითმოტივაციით ვაგრძელებ პროცესს.

2 წლის წინ 30 კილოგრამით მეტი ვიყავი, დიახ ზუსტად ამდენით, მხოლოდ მაშინ დავიწყე წონაში კლება,როცა გავაცნობიერე, რომ ვიყავი ავად, დავიწყე მკურნალობა.

ყოველ საღამოს ვსეირნობდი ფეხით მინიმუმ 2 საათი, განუწყვეტლივ 6 თის განმავლობაში, სეირნობა, რომ უფრო სახალისო ყოფილიყო მიმყავდა ბავშვები და მეგობრები და ამით ვერთობოდი, არცერთხელ არ მიმიღია თეთრი პური ამ 6 თვის განმავლობაში და მხოლოდ “მარგი” -ს პურით ვიკვებებოდი დიეტურ საკვებთან ერთად!

პური მარგის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მათსავე ფეისბუქის გვერდზე  დევს, თუმცა აქვეც გეტყვით:

ბუნებრივი, ქართული და Kar.ge  საკვები „მარგი“ როგორც დიეტოთერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მეტად სასარგებლოა ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის დროს, მაგრამ „მარგი არ არის საკვები მხოლოდ დიაბეტიანთათვის და ჭარბწონიანთათვის, არამედ „ჯანსაღი საკვებია ყველასათვის“, პირველ რიგში  ჯანმრთელებისთვის და დაავადებების მაღალი რისკის მქონეთათვის.

მთავარია დამოკიდებულების ცვლილება, და შედეგი გარდაუვალია!

სწორედ ასეთი დამოკიდებულებით და ავადმყოფობის დაჟინებული სურვილით ჩავერთე ამ პროექტში, რომ დავამარცხებ ავადმყოფობას, რომელიც დღეს ბევრს განუკურნებელი და უშველებელი ჰგონია, ავადმყოფობა მგონია მე, ადამიანს თავის ქვეყანა სძულდეს, ეროვნულობა არ გააჩნდეს!!! კიდევ ერთხელ მომიტევეთ ყველამ ამ გულახდილობისთვის, დიახ მე განვიკურნე, ყოველდღე კიდევ და კიდევ უფორ მეტი ეროვნული სულისკვეთბით ვიღვიძებ და ამავე სულისკვეთბით ვზრდი 2 შვილს.

გირჩევთ გამოფხიზლებას და საკუთარი მოტივაციის და ეროვნულობის განკურნებას, მანამ, სანამ მართლა გვიანი არ არის.

გაავლეთ პარალელი  წონაში კლებასა  და  ქართული ეკონომიკის ზრდას შორის, ორივეს წლები სჭირდება, მაგრამ შედეგი გარდაუვალია. აი ამიტომ, ყოველ დილით და ყოველ საღამოს ვყიდულობ მხოლოდ ქართულს, ვეძებ და დროს ვხარჯავ ამაში, ხანდახან მეტ თანხას ვიხდი, ხანდახან უვარგის პროდუქტს შევიძენ, მაგრამ მჯერავს რომ ჩემი და თითოეული თქვენგანის ხელებში დევს ქართული ეკონომიკა, ისევე როგორც, დიეტა და წონაში კლების პროცესი არის რთული და რუტინული, თუმცა დაუღალავი და დაჟინებული ქცევით მიღწევადი, აი ზუსტად ასეე დაუღალავი და დაჟინებული ქცევით ჩვენ შევცვლით ჩვენს რეალობას, ჩვენს მომავალს. და თუ ამას არ დავიწყებთ დღესვე, და თუ ეს ერთი არ ვიქნები მე, და თუ ის ვიფიქრე რომ მე ერთმა რა უნდა შევცვალო, მაშინ ვიჯდეთ და უბრალოდ ვპოსტით რომ თავზე დაგვენგრა სახელმწიფო, ეკონომიკა, ქვეყანა, და ა.შ.

 

მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართულიწარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.