ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ქართულია & kar.ge-ა

“ჩემი ბაღი” – კაკლის მურაბა

ქართულია & kar.ge-ა! გიყვართ კაკლის მურაბა? ბავშვობიდან დღემდე მურაბებს შორის ყველაზე მეტად კაკლის მურაბა მიყვარს. იგი განსაკუთრებული ნოყიერებითა და გემოთი გამოირჩევა. სააქციო საზოგადოება “ენისელი ბაგრატიონი” ღვინისა და სპირტიანი სასმელების გარდა თუ რაიმე სხვა პროდუქტს აწარმოებდა ნამდვილად არ ვიცოდი. დღეს აღმოვაჩინე მათი წარმოების  კაკლის მურაბა. 450 გრამიანი შეფუთვა 5.40 თეთრი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: დამუშავებული ნედლი კაკალი, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი, …

განაგრძე კითხვა »

გაგისინჯავთ თოლიას ესკიმოსი?

ესკიმოსი

ქართულია & kar.ge-ა! რა დროს ესკიმოსია როცა ხალხი ჯერ კიდევ ებრძვის ზამთრის ვირუსს, მაგრამ მალე დათბება და ნაყინის სეზონიც დადგება, თქვენც დაგავიწყდებათ ყელის ტკივილი და გულიანად შეექცევით გემრიელ ნაყინს, ისეთს როგორსაც აწარმოებს შპს „ქართუ უნივერსალი“ სავაჭრო ნიშნით თოლია. თუ გიყვართ თხილი და შოკოლადი მაშინ გირჩევთ გასინჯოთ ესკიმოსი – ვანილის ნაყინი არაქისით შოკოლადის სარკალში. წონა 75გრ. პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია. მწარმოებელი გარდა აღნიშნული …

განაგრძე კითხვა »

“მარშეს” სამარხვო პელმენი

ქართულია & kar.ge-ა! შ.პ.ს “გუდვილს” აქვს ცენტრალიზებული წარმოება, რომელიც ხორც-პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და თევზეულს აწარმოებს. პროდუქცია მზადდება ხარისხის მაქსიმალური სტანდარტების დაცვით. “მარშეში” მოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნედლეულის, ასევე მზა პროდუქციის ხარისხის ყოველდღიურ შემოწმებას და მის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. მომხმარებელთა შორის ” მარშეს” პროდუქცია დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს. პირადად მე, ძალიან მიყვარს “მარშეს” წარმოების ფენოვანი ლობიანი და სამარხვო …

განაგრძე კითხვა »

მადლი ჰქენი BSG სვანური მარილი მოაყარეო

სვანური მარილი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემს ოჯახში სვანური მარილი შეუცვლელი ატრიბუტია. ამ სტატიისთვის სურათის დამუშავებაში გართულს რომ დამხედა ჩემმა უფროსმა 5-ე კლასელმა ქალიშვილმა ქართული ანდაზა “შემომაშველა” … და სათაურიც დაიბადა … BSG სვანური მარილი გუდვილში შევიძინე. ფასი 1,05 ლარი. წონა 50 გრამი. არომატი სუპერ! მწარმოებელი ინდივიდუალური საწარმო ბლექ სი ჯორჯია. ამ სვანურ მარილს ოდნავ განსხვავებული არომატი აქვს [უფრო მძაფრი] ვიდრე მაგალითად რასაც …

განაგრძე კითხვა »

იცით რატომ უნდა მიირთვათ ხაჭო?

ქართულია & kar.ge-ა! დღეს შემოგთავაზებთ შპს „ჯორჯიან მილკ“– ის ხაჭოს 9% ცხიმის შემცველობით ანუ ეს არის ნახევრადცხიმიანი ხაჭო და ამ პროდუქტის კლასიფიცირებაც ზუსტად მასში შემავალ ცხიმის პროცენტულობას ეფუძნება: ცხიმიანი (18%), ნახევრადცხიმიანი (9%), უცხიმო (3%–მდე). ხაჭო მიჩნეულია დიეტურ პროდუქტად და  სასიამოვნო გემოს გარდა სამკურნალო თვისებები აქვს, ის დიდი რაოდენობით შეიცავს: კალციუმს, რკინას, მინერალებს და ა.შ, მდიდარია B ვიტამინებით. ხაჭო აუცილებლად უნდა …

განაგრძე კითხვა »

“შხეფის” ბურახი გაგისინჯავთ?

ბურახი შხეფი

ქართულია & kar.ge-ა! “ნიკორა”  ქართულ ბაზარზე  ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით – 108 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. იგი ხორცპროდუქტების, თევზეულის, რძის ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინისა და ლიმონათების მწარმოებელია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია “ნიკორას” მარკეტების ქსელში იყიდება. დღეს არჩევანი “შხეფის” ფირმის ბურახზე შევაჩერე, რომელიც “ნიკორას” ქსელში იყიდებოდა და ახლაც იყიდება. ამ ლიმონათს რამდენადაც ვიცი “ნიკორა” აწარმოებდა, მაგრამ …

განაგრძე კითხვა »

რვეული – არ მეგონა ამასაც თუ ვაწარმოებდით საქართველოში

რვეული

ქართულია & kar.ge-ა! გუშინდელ დღემდე არ მეგონა თუ საქართველოში რვეულსაც აწარმოებდნენ. შემთხვევით გადააწყდა ჩემი მეუღლე ბაზრობაზე ბავშვებისთვის სკოლის ინვენტარის ძებნის დროს. თავად რვეულზე ბევრი არაფერი აწერია. მხოლდო ორი რამ: IBERIA 2005 [კომპანიის დასახელება] და შტრიხ კოდი – 4860107160085. რომ არა შტრიხ კოდის 486-ით დაწყება, ვერც კი ვიფიქრებდი რომ ქართული წარმოებისა იყო. უცებ გავქექე ინტერნეტი და აღმოვაჩინე facebook გვერდი. მისამართი – …

განაგრძე კითხვა »

“სანტეს” სამარხვო მაიონეზი

ქართულია & kar.ge-ა! შ.პ.ს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” მუდმივად აახლებს ასორტიმენტს, დღესდღეობით მას 100-მდე დასახელების პროდუქცია აქვს. მის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტებში შედის: რძე, არაჟანი, იოგურტი, კეფირი, ხაჭო, ხაჭოს დესერტი, მაწონი, კარაქი, მდნარი ყველი, მაიონეზი. მაიონეზი კულინარიაში ფართოდ გავრცელებული  პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. დღეს “სანტეს” სამარხვო მაიონეზი …

განაგრძე კითხვა »

სამარხვო თონის ლავაში

ქართულია & kar.ge-ა! გიყვართ სამარხვო შაურმა? ის განსაკუთრებით გემრიელია, როდესაც კარგი ლავაშით არის მომზადებული. შ.პ.ს “ლავაშ ბეიქერი” უგემრიელეს სამარხვო ლავაშს აწარმოებს. სამარხვო ლავაშის შემადგენლობაში შედის: უმაღლესი ხარისხის ფქვილი, მარილი, წყალი. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცხიმები 0.8 %, ცილები  7.2 %, ნახშირწყლები  48.3 %. ენერგეტიკული ღირებულება 219 კალორია. “ლავაშ ბეიქერის” ლავაში არის საფუარის გარეშე, იგი დაბალკალორიულია. შეფუთვა საკმაოდ კარგი და მოსახერხებელია …

განაგრძე კითხვა »

წიპწის ზეთი – რა იცით მის შესახებ?

ქართულია & kar.ge-ა! საქართველო რომ ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანია ეს დადასტურებულია მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარზე, ჩვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის წიპწების აღმოჩენით. წიპწა– ყურძნის მარცვალში მოთავსებული კურკებია. მისი სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ყურძნის წიპწისგან მიიღება ზეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, შესანიშნავია  ყველანაირი ტიპის კანისა და თმის …

განაგრძე კითხვა »