ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ესკიმოსი

გაგისინჯავთ თოლიას ესკიმოსი?

ქართულია & kar.ge-ა!

რა დროს ესკიმოსია როცა ხალხი ჯერ კიდევ ებრძვის ზამთრის ვირუსს, მაგრამ მალე დათბება და ნაყინის სეზონიც დადგება, თქვენც დაგავიწყდებათ ყელის ტკივილი და გულიანად შეექცევით გემრიელ ნაყინს, ისეთს როგორსაც აწარმოებს შპს „ქართუ უნივერსალი“ სავაჭრო ნიშნით თოლია.

თუ გიყვართ თხილი და შოკოლადი მაშინ გირჩევთ გასინჯოთ ესკიმოსი – ვანილის ნაყინი არაქისით შოკოლადის სარკალში. წონა 75გრ. პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია.

მწარმოებელი გარდა აღნიშნული ნაყინისა გვთავაზობს ბევრ სხვადასხვა სახეობის, ფორმის, ზომის თუ შემადგენლობის ნაყინს. აღნიშნული მარკის ქვეშ შეგიძლიათ შეიძინოთ ე.წ ოჯახური ნაყინიც.

და თქვენ რომელ ქართულ ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას?

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.