ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სვანური მარილი

მადლი ჰქენი BSG სვანური მარილი მოაყარეო

ქართულია & kar.ge-ა!

ჩემს ოჯახში სვანური მარილი შეუცვლელი ატრიბუტია. ამ სტატიისთვის სურათის დამუშავებაში გართულს რომ დამხედა ჩემმა უფროსმა 5-ე კლასელმა ქალიშვილმა ქართული ანდაზა “შემომაშველა” … და სათაურიც დაიბადა …

BSG სვანური მარილი გუდვილში შევიძინე. ფასი 1,05 ლარი. წონა 50 გრამი. არომატი სუპერ! მწარმოებელი ინდივიდუალური საწარმო ბლექ სი ჯორჯია. ამ სვანურ მარილს ოდნავ განსხვავებული არომატი აქვს [უფრო მძაფრი] ვიდრე მაგალითად რასაც მე ვყიდულობდი ხოლმე ბაზარში. სხვათა შორის 1 ლარად ამაზე მეტი მაინც არ მოდის. ამით ხაზს ვუსვამ, რომ 50 გრამიანის ფასი აბსოლუტურად მისაღებია ყველასათვის.

ერთი რაც თვალში მომხვდა და უნდა აუცილებლად ვახსენო: BSG-ს ორი განსხვავებული კატეგორიის პროდუქტი აქვს ერთი ბრენდის ქვეშ მოქცეული. ნახეთ facebook გვერდი და მიხვდებით. ესენია სასმელები და საკმაზები. დღეს კი გავიგე, რომ უკვე ჩაისაც აწარმოებს. მე ვფიქრობ წმინდა ბრენდინგის თვალსაზრისით ჯობია თითოეული კატეგორიის პროდუქტს თავისი ბრენდი ჰქონდეს. 10-ზე მეტი არგუმენტის მოყვანა შემიძლია რატომ … თუმცა ალბათ თავის დროზე ამ საქმესაც მიხედავს მწარმოებელი.

 

თქვენც იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ თქვენი აზრი : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.